სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა - ცნობილი ხდება რუსეთის პირობები ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ: რას წერს მედია | Allnews.Ge

სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა - ცნობილი ხდება რუსეთის პირობები ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ: რას წერს მედია

სტამ­ბოლ­ში მიმ­დი­ნა­რე უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რულ­და, - ამის შე­სა­ხებ „რო­ი­ტერს“ უკ­რა­ი­ნელ­მა დიპ­ლო­მატ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სეთ­მა მი­უ­ღე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი წა­მო­ა­ყე­ნა.

თა­ვის მხრივ, რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი რა­უნ­დი დას­რულ­და. გა­მო­ცხად­და შეს­ვე­ნე­ბა და შეხ­ვედ­რა მხა­რე­ებს შო­რის 2 სა­ათ­ში გა­ნახ­ლდე­ბა.

რა დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 2 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი დრო­ით გრძელ­დე­ბო­და.

უკ­რა­ი­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წყა­როს თქმით, “რუ­სე­თის მო­თხოვ­ნე­ბი არა­რე­ა­ლის­ტუ­რია და ბევ­რად შორ­დე­ბა აქამ­დე გან­ხი­ლულს“ სტამ­ბოლ­ში მყო­ფი რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცია ითხოვს, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის სა­ნაც­ვლოდ, უკ­რა­ი­ნამ გა­იყ­ვა­ნოს ჯა­რე­ბი თა­ვი­სი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

"უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რულ­და მას შემ­დეგ, რაც რუ­სებ­მა მო­ი­თხო­ვეს უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა დო­ნეც­კის, ლუ­განსკის, ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ოლ­ქე­ბი­დან" - ავ­რცე­ლებს Sky News-ი.

"სტამ­ბოლ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გი არის - არა­ნა­ი­რი" - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა, ია­როს­ლავ ჟე­ლეზ­ნი­აკ­მა.მა­ნამ­დე მე­დია წერ­და, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე რუ­სებ­თან თარ­ჯიმ­ნის მეშ­ვე­ო­ბით ურ­თი­ერ­თობ­და.

უკ­რა­ი­ნის გუნდს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი რუს­ტემ უმე­რო­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რუ­სულ მხა­რეს - კრემ­ლის თა­ნა­შემ­წე ვლა­დი­მერ მე­დინ­სკი.

შეხ­ვედ­რას თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰა­კან ფი­და­ნი უძღვე­ბა.