ჯასტინ ბიბერი დუმილს არღვევს - იყო თუ არა ის შონ დიდი კომბსის მსხვერპლთა სიაში?
ბიბერი მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გულშემატკივრების შეშფოთებას და შიშს პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ის შონ დიდი კომბსის მსხვერპლთა შორის ყოფილიყო.
განცხადებას გამოცემა TMZ ავრცელებს. ბიბერის წარმომადგენელმა მათ მომღერლის ოფიციალური პოზიცია გაუგზავნა.
"მართალია, ჯასტინი შონ კომბსის მსხვერპლთა შორის არ არის, თუმცა არიან პიროვნებები, რომლებიც მან ნამდვილად დააზიანა. რეალობისადმი ყურადღების მოკლება, სამართლის აღსრულებისგან ყურადღების მოკლება იქნება", - წერია განცხადებაში.გამოცემის ცნობით, დღეს უკვე ბრალდებულ კომბსისა და ბიბერის საჯარო ურთიერთობა ფასადური იყო.
ბიბერის გულშემატკივრები შიშობდნენ რომ შესაძლოა მოზარდი, რომელიც წლების წინ კომბსის საკმაოდ ახლო მეგობრად ითვლებოდა, შესაძლოა ის მსხვერპლი ყოფილიყო. ამის საფუძველია კომბსისა და ბიბერის ერთ-ერთი ვიდეო, სადაც მოზარდი 15 წლის არის. შონ კომბსი მას წვეულებაზე ეპატიჟება და შემდეგ აცხადებს, რომ ვერ იტყვის, რას აკეთებენ ერთად, მაგრამ ეს "15 წლის ბიჭის ოცნებაა".
მანვე თქვა, რომ "შემდეგი 48 საათის განმავლობაში" ბიბერი Diddy-სთან ერთად იქნება და "გიჟურად" გაერთობიან. იხილეთ სრულად