“ის ხარჯებზე არ ფიქრობს” - როგორი ანებივრებს ტომ კრუზი ახალ შეყვარებულს
ტომ კრუზი ყველაფერს აკეთებს, რომ ახალ შეყვარებულზე, ანა დე არმასზე შთაბეჭდილება მოახდინოს. გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავმა არმასის აეროპორტამდე მისვლასა და იქ კომფორტულად ყოფნაში დაახლოებით 8,600 ფუნტი დახარჯა.
62 წლის ჰოლივუდის მსახიობმა საკუთარი მილიონიანი შვეულმფრენი გამოიყენა, რომ ანა ლონდონის ცენტრიდან ჰითროუს აეროპორტამდე მისულიყო. ეს მგზავრობა სულ 4,850 ფუნტი დაჯდა. შემდეგ ტომმა აეროპორტში, ვინძორის VIP დარბაზში მის შესაყვანად დამატებით 3,812 ფუნტი გადაიხადა.
მის მიერ დახარჯული 8,662 ფუნტი ორჯერ მეტია, ვიდრე ატლანტის ოკეანის გადაკვეთისთვის ბრიტანეთის ავიახაზების პირველი კლასის ბილეთის ღირებულება.
წყარო აცხადებს: "ტომს სურს, ანამ იცოდეს, რომ მას შეუძლია, ყველაფერი საუკეთესოზე საუკეთესო ჰქონდეს. ის თანხაზე არ ფიქრობს. ტომი ნამდვილი ჯენტლმენია და უბრალოდ, სურს, ანას კარგად მოექცეს. თუ ეს ფულის დახარჯვას ნიშნავს, მაშინ დაე, ასეც იყოს." იხილეთ სრულად