რა იდო სინამდვილეში მაგიდაზე, სადაც მაკრონი ფრიდრიხ მერცს და კირ სტარმერს შეხვდა?
“როდესაც ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს“, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევისკენ მიმავალ მატარებელში ემანუელ მაკრონის მიერ გამოყენებული ხელსახოცის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
"ამ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ფხიზლად იყავით მანიპულაციებთან“, - აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ორ ფოტოს აქვეყნებს: პირველზე ასახულია მაგიდაზე დადებული ხელსახოცი განმარტებით: "ეს ხელსახოცი გასაწმენდადაა“. მეორე ფოტოზე - ევროპული ქვეყნების ლიდერების ფოტოზე დატანილია წარწერა: "ეს არის ევროპული ერთიანობა მშვიდობის ხელშესაწყობად“.
ცნობისთვის, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგიდაზე, რომლის გარშემოც ემანუელ მაკრონი ფრიდრიხ მერცთან და კირ სტარმერთან ერთად იჯდა, თეთრ ფხვნილიანი პაკეტი იდო.