ისტორიაში პირველად, პაპი ამერიკელია - რა ვიცით რობერტ პრევოსტის შესახებ და რა სკანდალი უკავშირდებოდა მას წარსულში? | Allnews.Ge

ისტორიაში პირველად, პაპი ამერიკელია - რა ვიცით რობერტ პრევოსტის შესახებ და რა სკანდალი უკავშირდებოდა მას წარსულში?

რო­მის პაპი ამე­რი­კე­ლი რო­ბერტ პრე­ვოს­ტი გახ­და. ის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი პაპი იქ­ნე­ბა.

მისი, რო­გორც პა­პის სა­ხე­ლი, ლეო XIV იქ­ნე­ბა. ახა­ლი პონ­ტი­ფი­კო­სი 133-მა კარ­დი­ნალ­მა აირ­ჩია.

ვინ არის რო­ბერტ პრე­ვოს­ტი?

69 წლის რო­ბერტ ფრენ­სის პრე­ვოსტმა თა­ვი­სი კა­რი­ე­რის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ფარ­გლებს გა­რეთ გა­ა­ტა­რა, სა­დაც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და. "ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კე­ლი“, რო­გორც მას რომ­ში უწო­დე­ბენ, 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რუს უღა­რი­ბეს ანკლავ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და - იმ­დე­ნად შე­უყ­ვარ­და ქვე­ყა­ნა, რომ ნა­ტუ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქეც კი გახ­და.

პრე­ვოს­ტი ჩი­კა­გოს სამ­ხრეთ ნა­წილ­ში გა­ი­ზარ­და და 137-ე ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე წმინ­და მა­რი­ა­მის მი­ძი­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში ხში­რად და­დი­ო­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მისი მამა, ფრან­გუ­ლი და იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბის პე­და­გო­გი იყო და ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და, ხოლო დედა - ეს­პა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი გახ­ლდათ. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ის სამ­რევ­ლო სკო­ლა­ში და­დი­ო­და. სწავ­ლობ­და ვი­ლა­ნო­ვას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც 1977 წელს მა­თე­მა­ტი­კის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. ხუთი წლის შემ­დეგ რომ­ში, წმინ­და თომა აკ­ვი­ნე­ლის პონ­ტი­ფი­კა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

პრე­ვოს­ტი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლად ფლობს ინ­გლი­სურ, ეს­პა­ნურ, პორ­ტუ­გა­ლი­ურ, იტა­ლი­ურ და ფრან­გულ ენებს, ორ­ჯერ აირ­ჩი­ეს სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე წმინ­და ავ­გუს­ტი­ნეს ორ­დე­ნის უმაღ­ლეს ლი­დე­რად.

ფრან­ცის­კე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბო­და პრე­ვოს­ტის კა­რი­ე­რას და 2015 წელს პე­რუ­ში ეპის­კო­პო­სად და­ი­ნიშ­ნა. 2023 წელს პაპ­მა იგი ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის პონ­ტი­ფი­კა­ლუ­რი კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტად და ეპის­კო­პოს­თა დი­კას­ტე­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნა - ეს არის ვა­ტი­კან­ში არ­სე­ბუ­ლი გავ­ლე­ნი­ა­ნი ოფი­სი, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ეპის­კო­პო­სებს ირ­ჩევს. ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა მას ფრან­ცის­კეს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ეკა­ვა. იხილეთ სრულად