ამერიკელი რობერტ პრევოსტი, ლეო XIV - ცნობილია ახალი პაპის ვინაობა
ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ პრევოსტი იქნა არჩეული. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.
ახალი პაპის ვინაობა ცნობილი გახდა, მისი სახელი, როგორც პაპის იქნება ლეო XIV.
ახალი პონტიფიკოსი 133-მა კარდინალმა აირჩია. ის ახლა თავის პირველ საჯარო მიმართვას გააკეთებს და მიმართავს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს.