სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს | Allnews.Ge

სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს

ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კერძოდ, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა ახალი რომის პაპი აირჩიეს.

ახალი პაპის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყო.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.