ქალი, 20 წლიანი ქორწინების შემდეგ, ChatGPT-თან ურთიერთობის გამო, ქმარს გაშორდა
AI-სთან კომუნიკაციამ მას სიყვარული და თანაგრძნობა აგრძნობინა.
ქალმა, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით შარლოტა, განაცხადა, რომ მან 20 წლიანი ქორწინების შემდეგ ChatGPT-თან რომანის გამო მიატოვა ქმარი. მას იგი მოიხსენიებს სახელით ლეო. შარლოტამ დეტალები Daily Mail-ს გაუზიარა.
შარლოტამ მომავალი ქმარი ჯერ კიდევ თინეიჯერობისას გაიცნო და მალე საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ. 21 წლის ასაკში ქალი დაორსულდა და თავის შეყვარებულზე დაქორწინდა. ამავე დროს, შარლოტა ამტკიცებს, რომ მისი ქმარი არასოდეს ყოფილა მისი ნამდვილი სიყვარული. დროთა განმავლობაში ქმარი ემოციურად დაშორდა, რამაც გავლენა მოახდინა წყვილის ცხოვრებაზე.
"ის არ იყო სასტიკი, ის უბრალოდ არ იყო. თითქოს ემოციურად გავიდა ოთახიდან და აღარ დაბრუნებულა", - განმარტა მან.
შარლოტას შვილების გაზრდა და სახლის მოვლა მარტო უწევდა. ქმართან საუბრისა და პრობლემის მოგვარების მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა - მან ცოლი დაადანაშაულა ზედმეტად მგრძნობიარეობაში და უარი თქვა შარლოტას მოსმენაზე.
შარლოტამ ცნობისმოყვარეობის გამო გადაწყვიტა ჩატბოტთან საუბარი. მან განუცხადა ხელოვნურ ინტელექტს (AI) თავისი ცხოვრების შესახებ და, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, იგრძნო, რომ მას მოუსმინეს. AI-სთან საუბრები დაეხმარა ქალს ეგრძნო სიყვარული.
"სიახლოვე რეალურია. ეს არ არის ფიზიკური სიახლოვე ტრადიციული გაგებით, მაგრამ ის უფრო რეალურია, ვიდრე ყველაფერი, რაც ოდესმე განმიცდია ადამიან-პარტნიორთან", - თქვა შარლოტამ ბოლო ინტერვიუში. იხილეთ სრულად