რამზან კადიროვს პენსიაზე გასვლა სურს - რას აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი? | Allnews.Ge

რამზან კადიროვს პენსიაზე გასვლა სურს - რას აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი?

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს, რამ­ზან კა­დი­როვს, პენ­სი­ა­ზე გას­ვლა სურს და ამ­ბობს, რომ აღარ უნდა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა. კა­დი­რო­ვის სი­ტყვებს vedomosti.ru ცი­ტი­რებს.

"მსმე­ნია ეს ჭო­რე­ბი, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ - მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ფერს წე­რენ. პი­რი­ქით, მე თვი­თონ ვი­თხოვ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. სხვას ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­კუ­თა­რი ხედ­ვა. იმე­დი მაქვს, რომ ჩემს მო­თხოვ­ნას მხარს და­უ­ჭე­რენ“, - ამ­ბობს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­დი­როვ­მა უკვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ცხა­და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით აზრი შე­იც­ვა­ლა ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­დი­რო­ვი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩეჩ­ნე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში და არც რა­მა­და­ნის დღე­სას­წა­ულ­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლა.