პრინცი ჰარი ამბობს, რომ სამეფო ოჯახთან შერიგება სურს: მისი თქმით, მას მამა - მეფე ჩარლზი არ ელაპარაკება | Allnews.Ge

პრინცი ჰარი ამბობს, რომ სამეფო ოჯახთან შერიგება სურს: მისი თქმით, მას მამა - მეფე ჩარლზი არ ელაპარაკება

პრინცმა ჰა­რიმ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მე­ფო ოჯახ­თან შე­რი­გე­ბა სურს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მის - მეფე ჩარლ­ზის მხრი­დან კო­მუ­ნი­კა­ცია გა­წყვე­ტი­ლია.

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა BBC-ს უთხრა, რომ მას მამა, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო და­ვის შემ­დეგ აღარ ელა­პა­რა­კე­ბა. ჰა­რის თქმით, ოჯახს ყვე­ლა­ფე­რი აპა­ტია და შე­რი­გე­ბა სურს.

"მე ოჯახ­თან შე­რი­გე­ბა მინ­და. ბრძო­ლას აზრი აღარ აქვს, ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლეა", - ამ­ბობს პრინ­ცი.

კა­ლი­ფორ­ნი­ი­დან სა­უბ­რი­სას მან ასევ თქვა, რომ სა­მე­ფო ოჯახ­თან "ბევ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა“ ჰქონ­და.

პრინცმა აღ­ნიშ­ნა, რომ "შე­უძ­ლე­ბე­ლია“, ბრი­ტა­ნეთ­ში უსაფრ­თხოდ და­აბ­რუ­ნოს ოჯა­ხი მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო გარ­ჩე­ვა­ში და­მარ­ცხდა.

შე­გახ­სე­ნებთ, მან წა­ა­გო საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც ის დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას უჩი­ო­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ მის­თვის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის გა­უქ­მე­ბა უკა­ნო­ნო იყო. სა­ნამ დიდი ბრი­ტა­ნე­თი პრინც ჰა­რის და მის ოჯახს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვას გა­უ­უქ­მებ­და, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა და მის­მა ცოლ­მა მე­გან მარ­კლმა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი უარს ამ­ბობ­დნენ სა­მე­ფო ტი­ტუ­ლებ­ზე.

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა სა­სა­მარ­თლო დავა 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო კა­რის და სა­ჯა­რო პი­რე­ბის დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა მას შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ისე­თი­ვე სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვას ვერ მი­ი­ღებ­და, რო­გორც ეს მა­ნამ­დე ხდე­ბო­და. დიდი ბრი­ტა­ნე­თის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ სერ პი­ტერ ლე­ინ­მა და­ას­კვნა, რომ კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი იყო.

პრინ­ცი ჰა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლო­ზე ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ კო­მი­ტეტს უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა პრინ­ცი ჰა­რის და მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი რის­კე­ბი. მო­სა­მარ­თლის მტკი­ცე­ბით, კო­მი­ტეტ­მა კარ­გად იცო­და მომ­ჩივ­ნის სტა­ტუ­სის და კონ­ტექ­სტის შე­სა­ხებ.

პრინ­ცის თქმით, ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია, ოჯა­ხი ბრი­ტა­ნეთ­ში უსაფრ­თხოდ და­აბ­რუ­ნოს.

"ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ შე­მიძ­ლია ცოლი და შვი­ლე­ბი ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ვიყ­ვა­ნო. ჩემს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას კი მა­ინც გა­ვაგ­რძე­ლებ და მუ­დამ და­ვეხ­მა­რე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს და საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - თქვა მან და იქვე დას­ძი­ნა:

"მე მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა, ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თმა ადა­მი­ან­მა ცუ­დად მო­მექ­ცა. მე­ნატ­რე­ბა ბრი­ტა­ნე­თი და მისი ბევ­რი კუ­თხე. ძა­ლი­ან მწყინს, რომ შვი­ლებს ჩემს სამ­შობ­ლოს ვერ ვაჩ­ვე­ნებ"