ქალაქი, სადაც 100 დღე მზის შუქს ვერ ხედავენ და რომლის მაცხოვრებლებსაც მუდმივად უთვალთვალებენ - რა ვიცით ჩინეთის ყველაზე დისტოპიურ მეგაპოლისზე?
ჩინეთის სამხრეთ დასავლეთით, მთებს შორის მდებარეობს ჩუნცინი - ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე დისტოპიური ქალაქი, 32 მილიონი მოსახლით, მჭიდროდ განლაგებული ცათამბჯენებით, გიგანტური შენობებით და ტექნოლოგიური საწარმოებით - ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიოში არსებული ლეპტოპების ნახევარზე მეტს აწარმოებენ.
მიიჩნევა, რომ ეს არის ქალაქი, რომლის მოსახლეობაზეც ხელისუფლების მხრიდან მსოფლიოში ყველაზე მეტი თვალთვალი და ზედამხედველობა ხორციელდება.რადიო "თავისუფალი აზიის" ინფორმაციით, სათვალთვალო გეგმის ყოვლისმომცველი სქემის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში ხელისუფლების განკარგულებით დაამონტაჟეს დამატებით 27 900 სათვალთვალო კამერა და 245 სენსორი. მიზანი მოსახლეობისთვის თვალყურის დევნებაა.
Comparitech-ის კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში, მეგაპოლისში 2,5 მილიონზე მეტი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.
წლების განმავლობაში ეს ქალაქი იყო საპილოტე სქემის ნაწილი - საპილოტე პროგრამა 2000-იან წლებში იქ არსებული ორგანიზებული დანაშაულების აღსაკვეთად დაიწყეს. საუბარია პროგრამებზე სახელად "Skynet"და "Sharp Eyes" და ძირითადად სათვალთვალო ინიციატივებს მოიცავს. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. სამეზობლო კომიტეტები, რომლებსაც ჩუნცინის მაცხოვრებლების საქმიანობის მონიტორინგი ევალებათ. ამ კომიტეტების მუშაობა მოქალაქეების ქცევაზე დასაკვირვებლად ყველაზე მნიშვნელოვან სადაზვერვო საქმიანობად მიიჩნევა.
კრიტიკოსები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ასეთი თვალთვალი არღვევს მოქალაქეების კონფიდენციალურობის უფლებებს.ქალაქს 3000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მეგაპოლისად მხოლოდ ბოლო 40 წლის განმავლობაში იქცა. იხილეთ სრულად