7 წესი 102 წლის კვების ექსპერტისგან, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ | Allnews.Ge

7 წესი 102 წლის კვების ექსპერტისგან, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

102 წლის კვე­ბის პრო­ფე­სო­რის 7 რჩე­ვა, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც ხან­გრძლი­ვი და ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტი­აა.

კა­ლი­ფორ­ნი­ის, ლომა ლინ­დას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორმ, ადოქ­ტორ­მა ჯონ შარ­ფენ­ბერ­გმა,ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა.

1923 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ექი­მი და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობს, მთელ მსოფ­ლი­ო­ში მოგ­ზა­უ­რობს, მარ­თავს მან­ქა­ნას და გო­ნებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რია.

დოქ­ტორ­მა შარ­ფენ­ბერ­გმა უარ­ყო აზრი, რომ მისი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა­ში გე­ნე­ტი­კა თა­მა­შობს რა­ი­მე როლს. მისი თქმით, დე­და­მი­სი 60 წლის მიღ­წე­ვის შემ­დეგ ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მამა 76 წლის ასაკ­ში გუ­ლის შე­ტე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

ექი­მის თქმით, ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი (რო­გო­რი­ცაა გუ­ლის შე­ტე­ვე­ბი, ინ­სულ­ტი, დი­ა­ბე­ტი), რომ­ლე­ბიც გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის დაქ­ვე­ი­თე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზე­ბია, შე­იძ­ლე­ბა, მისი 7 წე­სის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი.

კვე­ბის პრო­ფე­სო­რის თქმით­ვე, მისი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა არა მხო­ლოდ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ, არა­მედ, უფრო ხან­გრძლი­ვად ცხოვ­რე­ბა­შიც.

დოქ­ტორ შარ­ფენ­ბერ­გის 7 წესი:

წესი 1 - არა­სო­დეს მო­წი­ოთ!ამ­ბობს, რომ თვი­თონ არას­დროს მო­უ­წე­ვია. მი­სი­ვე თქმით, მან გა­ით­ვა­ლის­წი­ნა თამ­ბა­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის საფრ­თხე­ე­ბი, რაც 1964 წლი­დან­ვე კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი და დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი.

დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ მო­წე­ვა სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნოს აზი­ა­ნებს.

წესი 2 - გა­და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი რწმე­ნე­ბი სმას­თან და­კავ­ში­რე­ბითმო­წე­ვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის გარ­და, დოქ­ტო­რი შარ­ფენ­ბერ­გი თავს იკა­ვებს ალ­კოჰო­ლის­გა­ნაც.

მი­უ­ხე­და­ვად კვლე­ვე­ბი­სა, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, ალ­კოჰო­ლის მსუ­ბუ­ქად მი­ღე­ბას ან ზო­გი­ერ­თი სასმლის მოხ­მა­რე­ბას, სარ­გე­ბე­ლიც კი მო­აქვს, ამას ბა­ტო­ნი შარ­ფენ­ბერ­გი არ იზი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ ალ­კოჰო­ლის მცი­რე მოხ­მა­რე­ბაც კი ზრდის კი­ბოს რისკს.

მისი გან­წყო­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­თი­თე­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ალ­კოჰო­ლის­გან სრუ­ლი თავ­შე­კა­ვე­ბა ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო არ­ჩე­ვა­ნია.

წესი 3 - ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით 40 წლის შემ­დეგ"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი ვარ, ვფიქ­რობ, რომ ვარ­ჯი­ში კვე­ბა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - ამ­ბობს დოქ­ტო­რი.

ექი­მის რწმე­ნით, ვარ­ჯი­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შუა - 40-დან 70 წლამ­დე ასაკ­შია.

"ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ის­ვე­ნე­ბენ, მეტი ფული აქვთ, მეტ საკ­ვებს ყი­დუ­ლო­ბენ, უფრო დიდი ხანი სხე­დან, მეტს ჭა­მენ... ეს არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის წე­სია".

პრო­ფე­სო­რის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის რუ­ტი­ნა ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა და სწრა­ფი სი­ა­რუ­ლია. მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დღე­ში ორ მილ­ზე (3.22კმ) მეტს და­დი­ან, გა­ცი­ლე­ბით დიდი ხანს ცო­ცხლო­ბენ.

წესი 4 - არა­ნა­ი­რი სა­სუსნა­ვე­ბიდოქ­ტორ შარ­ფენ­ბერ­გის წე­სე­ბის ცენ­ტრში დგას აზრი, რომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რას ჭამთ. ეს ჯან­სა­ღი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

ექ­სპერ­ტი გვირ­ჩევს, კვე­ბის ჩვე­ვებ­ში მარ­ტი­ვი პრინ­ცი­პე­ბი დავ­ნერ­გოთ:

"სა­თა­ნა­დო დროს ჭა­მეთ. არ მი­ი­ღოთ არა­ნა­ი­რი “სნე­ქე­ბი”. ჭა­მეთ ბუ­ნებ­რი­ვი, და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი საკ­ვე­ბი".

წესი 5 - ეცა­დეთ, ამ საკ­ვებ­ზე სა­მუ­და­მოდ თქვათ უარიდოქ­ტო­რი შარ­ფენ­ბერ­გი ბავ­შვო­ბი­დან იცავ­და ვე­გე­ტა­რი­ა­ნულ დი­ე­ტას.

100 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, რომ 20 წლის ასა­კი­დან ხორცს აღარ ჭამს. ამის ნაც­ვლად, ის სრუ­ლად მცე­ნა­რე­ულ კვე­ბას მის­დევს, თუმ­ცა, მისი რა­ცი­ო­ნი რძე­სა და კვერ­ცხსაც მო­ი­ცავს.

შარ­ფენ­ბერ­გის საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბი მან­გო, ხურ­მა, კარ­ტო­ფი­ლი, ასე­ვე, ნი­გო­ზი და მარ­ცვლე­უ­ლია.

მისი თქმით, ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კვე­ბა "ოპ­ტი­მა­ლუ­რია", რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ხორ­ცის ჭა­მამ შე­იძ­ლე­ბა, კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის რის­კი გა­ზარ­დოს. იხილეთ სრულად