რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გლობალური გათიშვა ესპანეთსა და პორტუგალიაში: რა ხდება ახლა?
2025 წლის 28 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით დაახლოებით 12:33 საათზე, ესპანეთსა და პორტუგალიაში მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მასშტაბურმა გათიშვამ ასევე იმოქმედა ანდორასა და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონზე.
ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვამ ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია - შეჩერდა მეტროს, რკინიგზის და აეროპორტების მუშაობა, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები და შუქნიშნები.
ესპანეთის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება "იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს.
გათიშვის რა ვერსიებს განიხილავენ?
"ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია"პორტუგალიის ელექტროენერგიის ქსელის ოპერატორის REN-ის განცხადებით, გათიშვის მიზეზი შესაძლოა იყოს იშვიათი ატმოსფერული ფენომენი "ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია", რაც იწვევს არასასურველ ვიბრაციებს მაღალი ძაბვის ხაზებში, რაც შეიძლება გამოეწვია ესპანეთში ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებებს.
ერთ-ერთი ვარაუდით, ამ იშვიათმა მოვლენამ, გამოიწვია სინქრონიზაციის პრობლემები ევროპული ელექტროენერგიის ქსელში, რის შედეგადაც მოხდა გათიშვა. იხილეთ სრულად