იცით, რატომ ვერ იტანს ამერიკელთა ნაწილი მელანია ტრამპს? | Allnews.Ge

იცით, რატომ ვერ იტანს ამერიკელთა ნაწილი მელანია ტრამპს?

დო­ნალდ ტრამ­პის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის თან­მდე­ვი ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და სკან­და­ლე­ბის ფონ­ზე, მისი მე­უღ­ლე მე­ლა­ნია თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­კის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ფი­გუ­რად ჩან­და.

თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, ცივი ლა­მაზ­მა­ნი არ ჩქა­რობ­და ხალ­ხის გუ­ლის მო­გე­ბას და მათ­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბას. მისი სა­ხე­ლი დრო­დად­რო ჩნდე­ბო­და მე­დი­ა­ში: მე­ლა­ნია ტრამპს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მი­სით, გმობ­დნენ. უქ­ვეყ­ნებ­დნენ ფო­ტო­ებს წარ­სუ­ლი­დან, ქვეყ­ნდე­ბო­და ყო­ფი­ლი მე­გობ­რე­ბის გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი აშშ-ის პირ­ვე­ლი ლე­დის უც­ნა­უ­რი იმი­ჯის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

melania-bavsvghoba-74343-1745906734.jpg

გზა მსოფ­ლიო პო­დი­უ­მამ­დე

1970 წლის 26 აპ­რილს იუ­გოს­ლა­ვი­ის ქა­ლაქ ნოვო-მეს­ტო­ში და­ი­ბა­და გო­გო­ნა, სა­ხე­ლად მე­ლა­ნია, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბა სევ­ნი­ცა­ში, მდი­ნა­რე სა­ვას ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში გა­ა­ტა­რა. მისი მამა, ვიქ­ტორ კნავ­სი, მძღო­ლი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის გა­ყიდ­ვით და­კავ­და. მე­ლა­ნი­ას დედა, ამა­ლია კნავ­სი, მო­დის დი­ზა­ი­ნე­რად მუ­შა­ობ­და ტექ­სტი­ლის ქარ­ხა­ნა­ში "იუტ­რან­კა". მის­გან მე­ლა­ნი­ამ არა მხო­ლოდ გე­მოვ­ნე­ბა, არა­მედ მოთ­მი­ნე­ბაც მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო. მოკ­რძა­ლე­ბულ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ, სა­დაც მუ­ზე­უ­მის მსგავ­სი წეს­რი­გი სუ­ფევ­და - ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე, ზედ­მე­ტი დე­ტა­ლე­ბის გა­რე­შე.

რო­დე­საც გო­გო­ნა ხუთი წლის გახ­და, პირ­ვე­ლად გა­ი­ა­რა პო­დი­უმ­ზე. მე­ლა­ნია იმპრო­ვი­ზე­ბულ პო­დი­უმ­ზე იმ სა­მო­სით გა­მო­დი­ო­და, რო­მელ­საც დე­და­მი­სი ხა­ტავ­და სა­ღა­მო­ო­ბით. სცე­ნა­ზე არ იყო მუ­სი­კა და არც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბა. იყო მხო­ლოდ უფ­რო­სე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მზე­რა. მისი პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი, რო­გორც მო­დე­ლის, 1977 წლის იან­ვრით თა­რიღ­დე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩვე­ნე­ბებ­ში რა­დენცში და ბელგრად­შიც კი. მე­ლა­ნია ყო­ველ­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და; მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ძე­ნილ ტან­საც­მელს აუ­ცი­ლებ­ლად ფორ­მას უც­ვლი­და და ქუ­დებ­საც კი თა­ვად ქსოვ­და და ქუდი თა­ვი­სი იმი­ჯის ნა­წი­ლად აქ­ცია.

20151001melania-slide-ooe6-superjumbo-74643-1745906742.webp

ამ წლებ­ში გა­იც­ნო პი­ტერ ბუ­ტოლ­ნი - პო­ლი­ტი­კით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესმდი­ვა­ნი გახ­და. მაგ­რამ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდა ჯარ­ში წა­ვი­და, ხოლო მე­ლა­ნია მას არა­ფერს დაჰ­პი­რე­ბია. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა ლუბ­ლი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა, სპე­ცი­ა­ლო­ბად დი­ზა­ი­ნი აირ­ჩია. ამავდრო­უ­ლად, მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­სში რომ­ში, "ჩი­ნე­ჩი­ტას" კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში და გა­ი­მარ­ჯვა. მაგ­რამ ერთი წლის შემ­დეგ აშშ-ის მო­მა­ვალ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ უარი თქვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა­ზე და მო­დე­ლის კა­რი­ე­რა არ­ჩია. იხილეთ სრულად