რა მოსდის 70 წლის ადამიანს კოსმოსში 220 დღის გატარების შემდეგ? - NASA-ს უხუცესი მოქმედი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა (ფოტოები)
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 220 დღის გატარების შემდეგ, დონ პეტიტი, NASA-ს უხუცესი მოქმედი ასტრონავტი, საბოლოოდ დედამიწაზე დაბრუნდა.
პეტიტმა 70 წლის იუბილე კოსმოსური ხომალდით დედამიწისკენ სწრაფი მოძრაობით აღნიშნა, რითაც 7-თვიანი მისია დაასრულა.ასტრონავტი და ორი რუსი კოსმონავტი კაფსულა Soyuz-ით კვირას ყაზახეთში დაეშვნენ. დაშვება პეტიტის საიუბილეო დაბადების დღეს დაემთხვა.
დაადასტურა რა წარმატებული დაშვება, NASA-მ X-ზე დაწერა: “სახლი, ტკბილი ჰიუსტონი. ნასას ასტრონავტი, დონ პეტიტი ოფიციალურად სახლში დაბრუნდა, კოსმოსურ სადგურზე მისი მეოთხე კოსმოსური ფრენის დასრულების შემდეგ. მან კოსმოსში ჯამში 590 დღე გაატარა. ეს იდეალური მისიაა”.
პეტიტმა და ეკიპაჟის სხვა წევრებმა 3,520-ჯერ შემოუარეს დედამიწას და მათი მისიის განმავლობაში 93.3 მილიონ მილიანი მოგზაურობა დაასრულეს.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდმა პეტიტის ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინა, რადგან ასტრონავტი შესამჩნევად უფრო გამხდარი და სუსტი ჩანდა, ვიდრე დედამიწის დატოვებისას.
X-ზე ასტრონომმა ჯონათან მაკდაუელმა პეტიტის გამო შეშფოთება გამოხატა და დაწერა, რომ ის “არც თუ კარგად გამოიყურება”.
"შესანიშნავი დონ პეტიტი, რომელსაც დღეს 70 წელი შეუსრულდა, კაფსულიდან ამოყვანისას მთლად კარგად არ გამოიყურებოდა - იმედია, სერიოზული არაფერია, მაგრამ მოუთმენლად ველოდები ნებისმიერ განახლებას მისი მდგომარეობის შესახებ”, - აღნიშნა მან. იხილეთ სრულად