რა წერია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმაში, რომელიც უკრაინამ და ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-ს გადასცეს? | Allnews.Ge

რა წერია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმაში, რომელიც უკრაინამ და ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-ს გადასცეს?

Reuters-ი აქ­ვეყ­ნებს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომის დას­რუ­ლე­ბის გეგ­მას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნამ და ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მა აშშ-ს გა­დას­ცეს

გეგ­მის ტექსტს გა­მო­ცე­მა Reuters უც­ვლე­ლად აქ­ვეყ­ნებს.

გეგ­მა ოთხი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: ცე­ცხლის შე­წყვე­ტა, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის, ტე­რი­ტო­რია და ეკო­ნო­მი­კა.

“ცე­ცხლის შე­წყვე­ტა: ცაში, მი­წა­სა და ზღვა­ზე სრუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა;

ორი­ვე მხა­რე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­დი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ტექ­ნი­კურ იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს სრუ­ლი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის დღის წეს­რი­გი­სა და ფორ­მის მომ­ზა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბა;

ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­მელ­საც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უძღვე­ბა და მხარს უჭე­რენ მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბი;

რუ­სეთ­მა უპი­რო­ბოდ უნდა და­აბ­რუ­ნოს ყვე­ლა დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი და უკა­ნო­ნოდ გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვი. ომის ყვე­ლა ტყვის გაც­ვლა (“ყვე­ლა ყვე­ლა­ზე” პრინ­ცი­პი). რუ­სეთ­მა ყვე­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ტი­მა­რი უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის:უკ­რა­ი­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის მტკი­ცე გა­რან­ტი­ებს იღებს, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გან (მე-5 მუხ­ლის მსგავ­სი შე­თან­ხმე­ბა), მა­შინ, რო­დე­საც მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის კონ­სენ­სუ­სი არ არ­სე­ბობს ნატო-ში წევ­რო­ბა­ზე;

არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვე­ბი უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვით ძა­ლებ­ზე;

გა­რან­ტო­რი ქვეყ­ნე­ბი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლის მქონ­დე არა­ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი იქ­ნე­ბი­ან. არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვე­ბი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­გობ­რუ­ლი უცხო­უ­რი ძა­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა­ზე, ია­რაღ­სა და ოპე­რა­ცი­ებ­ზე;

უკ­რა­ი­ნა აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

ტე­რი­ტო­რია:

ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა და მოგ­ვარ­დე­ბა სრუ­ლი და უპი­რო­ბო ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შემ­დეგ;

ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კონ­ტრო­ლის ხა­ზის ბა­ზი­სი­დან იწყე­ბა;

უკ­რა­ი­ნა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ხე­ლახ­ლა იპო­ვებს კონ­ტროლს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე და ასე­ვე კა­ხოვ­კას კაშ­ხალ­ზე;

უკ­რა­ი­ნა სარ­გებ­ლობს შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წვდო­მით დნიპ­როს მდი­ნა­რე­ზე და კინსბურ­გის ცელ­ზე კონ­ტრო­ლით.

ეკო­ნო­მი­კა:

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და უკ­რა­ი­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის / მი­ნე­რა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ას ახ­დე­ნენ;

უკ­რა­ი­ნა სრუ­ლად აღ­დგე­ნი­ლი და ფი­ნან­სუ­რად კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მათ შო­რის რუ­სე­თის სუ­ვე­რე­ნუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც გა­ყი­ნუ­ლი დარ­ჩე­ბა მა­ნამ­დე, სა­ნამ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის კომ­პენ­სა­ცი­ას არ მო­ახ­დენს;

2014 წლი­დან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ რუ­სეთ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი შე­საძ­ლოა ეტა­პობ­რი­ვად შემ­სუ­ბუ­ქე­ბის სა­გა­ნი იყოს მას შემ­დეგ, რაც მყა­რი მშვი­დო­ბა იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, და შე­საძ­ლოა გა­ნახ­ლდეს თუ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა და­ირ­ღვე­ვა,” - წე­რია გეგ­მა­ში.