"ჰამასის" მიერ დაგეგმილი ხოცვა-ჟლეტის შესახებ იცოდა და არავის შეატყობინა" - ნეთანიაჰუ და დაზვერვის ხელმძღვანელი ერთმანეთის წინააღმდეგ | Allnews.Ge

"ჰამასის" მიერ დაგეგმილი ხოცვა-ჟლეტის შესახებ იცოდა და არავის შეატყობინა" - ნეთანიაჰუ და დაზვერვის ხელმძღვანელი ერთმანეთის წინააღმდეგ

ის­რა­ელ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა გამ­წვავ­და, რო­მე­ლიც, შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად, უკვე შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში: ში­ნა­გა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თო სამ­სა­ხუ­რის („შა­ბა­ქის“) ხელ­მძღვა­ნე­ლი რო­ნენ ბარი სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს ქვეყ­ნის პრე­მიე რ-მი­ნის­ტრის ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს წი­ნა­აღ­მდეგ.

ის­რა­ე­ლის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი მოქ­მე­დი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბურ ბრალ­დე­ბებს აყე­ნე­ბენ.ამ კვი­რა­ში რო­ნენ ბარ­მა ფი­ცის ქვეშ გა­ნა­ცხა­და, რომ ნე­თა­ნი­აჰუ მის­გან "პი­რად ლო­ი­ა­ლო­ბას" და მის­და­მი და­მორ­ჩი­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და და არა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­სად­მი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კრი­ზი­სის შემ­თხვე­ვა­ში.

ბა­რის მტკი­ცე­ბით, ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს იმი­ტომ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­თხოვ­ნას არ და­თან­ხმდა, ხოლო მთავ­რო­ბა ამას მა­ლავს და სხვა მი­ზეზს, "ნდო­ბის და­კარ­გვას", ასა­ხე­ლებს.

ის­რა­ე­ლის პრე­სა და ექ­სპერ­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ბრალ­დე­ბებს ნე­თა­ნი­აჰუს მი­მართ "მძი­მედ" აფა­სე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ წო­ნას ის ფაქ­ტი მა­ტებს, რომ ისი­ნი ფი­ცით არის წარ­დგე­ნი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რო­ნენ ბარს ეს­მის, რომ ცრუ ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ელის.

რა თქვა ბარ­მა სა­სა­მარ­თლო­ში

21 აპ­რილს სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოს­ვლი­სას ბარ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ, რო­გორც ჩანს, მან ვერ გა­ა­მარ­თლა პრე­მი­ე­რის "ლო­ი­ა­ლო­ბის მო­ლო­დი­ნი" იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც მან, რო­გორც "შინ-ბე­თის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, ის­რა­ე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლის სან­დო პი­რე­ბის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბის დროს მი­ი­ღო.

კერ­ძოდ, რო­ნენ ბარ­მა უარი თქვა ნე­თა­ნი­აჰუს­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცეს­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რო­მელ­საც "ყა­ტარ­გე­ი­ტი" (ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ყა­ტა­რის ინ­ტე­რე­სე­ბის ლო­ბი­რე­ბა­ში.) უწო­დეს.

ნე­თა­ნი­აჰუს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი თა­ვი­დან­ვე აცხა­დებ­დნენ, რომ "შინ-ბე­თის" ხელ­მძღვა­ნე­ლის დევ­ნა სწო­რედ "ყა­ტარ­გე­იტ­თან" იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, „შინ-ბეთი“ (ის­რა­ე­ლის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო) იძი­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მებს, რის გა­მოც 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმა ის­რა­ელ­ზე გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამას­თა­ნა­ვე აღი­ა­რებს სა­კუ­თა­რი მუ­შა­ო­ბის ხარ­ვე­ზებს.

რო­ნენ ბა­რის სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოს­ვლის შემ­დეგ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფის­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სწო­რედ ეს ხარ­ვე­ზე­ბი ამარ­თლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ კი ბა­რის ჩვე­ნე­ბა "ცრუ გან­ცხა­დე­ბად" შე­ა­ფა­სა.

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სთხო­ვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით ეპა­სუ­ხა "შინ-ბე­თის" ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ზე, მაგ­რამ ამ სტა­ტი­ის და­წე­რის მო­მენ­ტის­თვის ასე­თი გან­ცხა­დე­ბა არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

ბა­რის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ში­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბის ფონ­ზე, ნე­თა­ნი­აჰუს მთავ­რო­ბა ყვე­ლა შე­საძ­ლო გზით ცდი­ლობს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­და­აბ­რა­ლოს ვინ­მეს, კერ­ძოდ, სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებს. იხილეთ სრულად