"რუსეთის არმიამ სააღდგომო ზავი დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დაარღვია" - რა ხდება ფრონტის ხაზზე | Allnews.Ge

"რუსეთის არმიამ სააღდგომო ზავი დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დაარღვია" - რა ხდება ფრონტის ხაზზე

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის არ­მი­ამ სა­აღ­დგო­მო ზავი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 935-ჯერ და­არ­ღვია.

"მთა­ვარ­სარ­დალ სირსკის ან­გა­რი­ში სა­აღ­დგო­მო ზა­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ღა­მის 12:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით. რუ­სე­თის არ­მი­ის მიერ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ და­პი­რე­ბის დარ­ღვე­ვის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 935-ს მი­აღ­წია. ყვე­ლა­ზე მეტი და­ბომბვა და თავ­დას­ხმე­ბი პოკ­როვ­სკის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­და. რუ­სე­თის მიერ სრუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ და­პი­რე­ბა კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა“, - წერს ზე­ლენ­სკი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრონ­ტის ხაზ­ზე რუ­სე­თის მხრი­დან თავ­დას­ხმის 96 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, უკ­რა­ი­ნის პო­ზი­ცი­ე­ბი კი 1 882-ჯერ და­ი­ბომ­ბა."ფრონ­ტის ხაზ­ზე, სა­ერ­თო ჯამ­ში, რუ­სე­თის მხრი­დან თავ­დას­ხმის 96 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, ჩვენს პო­ზი­ცი­ებ­ზე და­ბომბვის 1 882 შემ­თხვე­ვა მოხ­და, მათ შო­რის 812 მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა FPV დრო­ნე­ბი 950-ზე მეტ­ჯერ გა­მო­ი­ყე­ნეს.

ეს დღე მოს­კო­ვის­თვის საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეპა­სუ­ხა აღ­დგო­მის შემ­დეგ სრუ­ლი 30-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის წი­ნა­და­დე­ბა­ზე, ან ცაში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის წი­ნა­და­დე­ბა­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე რა­კე­ტე­ბი­სა და დრო­ნე­ბის თავ­დას­ხმე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბით“, - აცხა­დებს ზე­ლენ­სკი.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა სარ­კი­სე­ბურ ქმე­დე­ბებს გა­აგ­რძე­ლებს.

"უკ­რა­ი­ნის ქმე­დე­ბე­ბის ხა­სი­ა­თი სი­მეტ­რი­უ­ლი დარ­ჩე­ბა: ცე­ცხლის შე­წყვე­ტას ცე­ცხლის შე­წყვე­ტით ვუ­პა­სუ­ხებთ, ხოლო რუ­სე­თის დარ­ტყმებს ჩვე­ნი­ვე თავ­დაც­ვი­თი პა­სუ­ხით. ქმე­დე­ბე­ბი ყო­ველ­თვის სი­ტყვებ­ზე უფრო ხმა­მაღ­ლა მე­ტყვე­ლებს“, - წერს ზე­ლენ­სკი.