ის 59 წლისაა, თუმცა 30 წლისასაც არ ჰგავს... - ცნობილმა ბლოგერმა ახალგაზრდობის საიდუმლო გაამხილა
ფოტოგრაფი და ბლოგერი ჩუანდო ტანი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა სოციალურ ქსელში. თუმცა მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე მეტად, საზოგადოებას თავად ის აინტერესებს. სინგაპურელი ჩუანდო ცოტა ხნის წინ გახდა 59 წლის და მომავალ წელს 60-ის ხდება, თუმცა 30 წლისასაც არ ჰგავს.
როგორც თავად ამბობს, პირველ რიგში მიზეზი გენეტიკაა. გარდა ამისა, მას აქვს რამდენიმე წესი, რომელსაც წლებია, მიჰყვება და არასოდეს ღალატობს.
3-4-ჯერ კვირაში სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს - სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები ეხმარება, რომ სხეული და ორგანიზმი კარგ ფორმაში ჰქონდეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი - ღამის 11 საათამდე წვება დასაძინებლად და დაძინებამდე 5-6 საათით ადრე იღებს ბოლო კვებას. ამგვარად ორგანიზმი ბევრ დროს არ ხარჯავს საჭმლის გადამუშავებაზე და სრულფასოვნად ისვენებს. იხილეთ სრულად