"კრემლის ხორცსაკეპ მანქანაში აღმოვჩნდი" - ჩინელი ჯარისკაცი აღიარებს, რომ რუსულ ჯარს TikTok-ის პროპაგანდის შემდეგ შეუერთდა
ჩინელი ჯარისკაცი აღიარებს, რომ TikTok-ის პროპაგანდის შემდეგ რუსულ ჯარს შეუერთდა, მაგრამ "კრემლის ხორცსაკეპ მანქანაში" აღმოჩნდა.
გასულ ზაფხულს სამსახურის დაკარგვის შემდეგ, ვანგი TikTok-ზე პრორუსულ ვიდეოს წააწყდა - რეკლამაში სამხედრო რეაბილიტაციის თერაპევტის პოზიციაზე საუბრობდნენ, რომელიც ომიდან დაბრუნებულ დაჭრილ ჯარისკაცებს დაეხმარებოდა. ვანგი დარწმუნებული იყო, რომ თანამდებობა მხოლოდ დამხმარე როლს გულისხმობდა და სამხედრო მოვალეობის შესრულებას არ მოითხოვდა.
მოსკოვში ჩასვლისთანავე ჩინეთის მოქალაქეს საბანკო ბარათი და ტელეფონი ჩამოართვეს, შემდეგ კი რამდენიმე დღით სასწავლო ბანაკში წაიყვანეს.
თებერვლისთვის იგი სასაზღვრო რეგიონებში გაგზავნეს, მოგვიანებით დონეცკის ოლქში განალაგეს, სადაც ის 4 აპრილს კიევის ძალებმა დაატყვევეს.
„ნამდვილი ომი სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ფილმებსა და სერიალებში ვხედავთ" - ამბობს ვანგი. იხილეთ სრულად