როდის გამოიდარებს და როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღეებში? | Allnews.Ge

როდის გამოიდარებს და როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღეებში?

ბოლო დღე­ე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. წვი­მა, ზო­გან თოვ­ლი, ქარი, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­სახ­ლე­ო­ბას გვა­რი­ან დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის.

რო­გო­რი ამინ­დე­ბი გვე­ლო­დე­ბა აღ­დგო­მის კვი­რა­ში, რო­დის გა­მო­ი­და­რებს და დავ­ტკბე­ბით მზის სხი­ვე­ბით? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი სი­ნოპ­ტი­კოს სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძეს ვთხო­ვეთ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამინ­დის ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა.

"17 აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გრი­ლი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი, ხოლო ხვა­ლი­დან უკვე კარ­გი ამინ­დე­ბი გა­მო­დის და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე გა­მო­ი­და­რებს და დათ­ბე­ბა.

პე­რი­ო­დუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ისევ იწ­ვი­მოს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად კარ­გი ამინ­დე­ბი იქ­ნე­ბა. დე­და­ქა­ლაქ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 22-24 გრა­დუ­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა სხვა რე­გი­ო­ნებს - 20 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბით", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი სვეტ­ლა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ აღ­დგო­მის დღე­ებს, 20 აპ­რილს თბი­ლის­ში უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რა +21, +23 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იმერ­ყე­ვებს.

უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო და თბი­ლი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც.