31 დაღუპული და 99 დაჭრილი, მათ შორის ბავშვები - უმძიმესი კადრები სუმიდან, რომელიც რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით დაბომბა | Allnews.Ge

31 დაღუპული და 99 დაჭრილი, მათ შორის ბავშვები - უმძიმესი კადრები სუმიდან, რომელიც რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით დაბომბა

სუმ­ზე რუ­სუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის დარ­ტყმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­და.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სუმ­ში რუ­სუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის დარ­ტყმის შე­დე­გად 31 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. და­ღუ­პულ­თა შო­რის ორი ბავ­შვია.

99-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი კი და­იჭ­რა, მათ შო­რის 10 ბავ­შვი.

სუ­მის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, არ­ტემ კობ­ზა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­სა­მარ­თით გან­ხორ­ცი­ელ­და.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ სუმ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად 31 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და სულ მცი­რე 99 და­შავ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

“ამ დრო­ის­თვის, რუ­სუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის დარ­ტყმას სუ­მი­ში 31 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. და­ღუ­პულ­თა შო­რის ორი ბავ­შვი იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯა­ხებს და ახ­ლობ­ლებს... დაჭ­რი­ლია 84-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 10 ბავ­შვი. ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბას იღებს.

გა­დამ­წყვე­ტია, რომ მსოფ­ლიო არ დარ­ჩეს ჩუ­მად ან გულ­გრი­ლად. რუ­სუ­ლი დარ­ტყმე­ბი დაგ­მო­ბის გარ­და არა­ფერს იმ­სა­ხუ­რებს. რუ­სეთ­ზე ზე­წო­ლა უნდა მოხ­დეს, რომ ომი დას­რულ­დეს და ხალ­ხის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია იყოს. ძლი­ე­რი ზე­წო­ლის გა­რე­შე, უკ­რა­ი­ნის­თვის საკ­მა­რი­სი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, რუ­სე­თი გა­აგ­რძე­ლებს ამ ომს.

უკვე მე­ო­რე თვეა, რაც პუ­ტი­ნი იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებს აშშ-ს წი­ნა­და­დე­ბას ცე­ცხლის სრუ­ლი და უპი­რო­ბო შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. სამ­წუ­ხა­როდ, იქ მოს­კოვ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ გა­აგ­რძე­ლონ მკვლე­ლო­ბა და­უს­ჯე­ლად. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­საც­ვლე­ლად მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო,“ - წერს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი.