რას ამბობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებზე? | Allnews.Ge

რას ამბობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებზე?

დიდი ბრი­ტა­ნე­თი გა­აგ­რძე­ლებს ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ხილ­ვას, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო არ შეც­ვლის ამ­ჟა­მინ­დელ ტრა­ექ­ტო­რი­ას , - ამის შე­სა­ხებ დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დე­ვიდ ლამ­მიმ გა­ნა­ცხა­და.

ბრი­ტა­ნელ­მა მი­ნის­ტრმა ისა­უბ­რა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის მიერ კი­დევ ოთხი ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლურ პი­რის მი­მართ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე. ლამ­მის თქმით, სან­ქცი­ე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის უხე­ში მე­თო­დე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია.

"მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ გა­უ­გო­ნა­რი ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი შო­კის მომ­გვრე­ლი იყო. 100 დღე­ზე მეტი გა­ვი­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ და­ა­ყე­ნა შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, მი­უ­ხე­და­ვად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მტკი­ცე­ბი­სა, რომ ისი­ნი სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის დე­მოკ­რა­ტი­ულ მო­მა­ვალს აშე­ნე­ბენ.

დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი სან­ქცი­ე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის ასე­თი უხე­ში მე­თო­დე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ხილ­ვას, მა­ნამ სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო არ შეც­ვლის ამ­ჟა­მინ­დელ ტრა­ექ­ტო­რი­ას. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ქარ­თველ ხალ­ხს და მათ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბას ისარ­გებ­ლონ ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბით და გა­ნაგ­რძონ ევ­რო­პულ გზა­ზე სვლა“, - გა­ნა­ცხა­და დე­ვიდ ლამ­მიმ.