"თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა" - რა დეტალების შესახებ წერს მედია? | Allnews.Ge

"თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა" - რა დეტალების შესახებ წერს მედია?

თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ სტამ­ბო­ლის მერი და­ა­კა­ვა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო Associated Press-ი ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ სტამ­ბო­ლის მერი, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ კო­რუფ­ცი­ას­თან და ტე­რო­რიზ­მთან სა­ვა­რა­უ­დო კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვა. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით, 100 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რე­ბი გა­მოს­ცა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სტამ­ბო­ლის გარ­შე­მო გზე­ბი და­კე­ტა და მომ­დევ­ნო ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლაქ­ში დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აკ­რძა­ლა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა თურ­ქე­თის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ წევ­რს, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს დიპ­ლო­მი სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვე­ბის გამო ბა­თი­ლად ცნო და ამ ნა­ბი­ჯით, ფაქ­ტობ­რი­ვად, თურ­ქე­თის მო­მა­ვალ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა.