“ეს მონსტრები ჩვენს ქვეყანაში ჯო ბაიდენმა შემოუშვა“ - სპეცოპერაცია შოუს ელემენტებით: აშშ-დან 200-ზე მეტი ვენესუელის მოქალაქე გააძევეს | Allnews.Ge

“ეს მონსტრები ჩვენს ქვეყანაში ჯო ბაიდენმა შემოუშვა“ - სპეცოპერაცია შოუს ელემენტებით: აშშ-დან 200-ზე მეტი ვენესუელის მოქალაქე გააძევეს

200-ზე მეტი ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი, რო­მელ­საც თეთ­რი სახ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რად მი­იჩ­ნევს, აშშ-დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იქნა.

“ეს მონ­სტრე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯო ბა­ი­დენ­მა და რა­დი­კალ­მა მე­მარ­ცხე­ნე დე­მოკ­რა­ტებ­მა შე­მო­უშ­ვეს. რამ­დენს ბე­და­ვენ! მად­ლო­ბა ელ სალ­ვა­დორს და კერ­ძოდ პრე­ზი­დენტ ბუ­კე­ლეს, რომ გა­გე­ბით მო­ე­კიდ­ნენ ამ სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ას,“ - წერს ტრამ­პი და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც შოუს ელე­მენ­ტე­ბი არ აკ­ლდა.

ელ სალ­ვა­დო­რის პრე­ზი­დენ­ტმა ნაიბ ბუ­კე­ლემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ვე­ნე­სუ­ე­ლუ­რი ბან­დის Tren de Aragua-ს 238 წევ­რი კვი­რა დი­ლით ცენ­ტრა­ლურ ამე­რი­კის ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვი­და.არც აშშ-ს და არც ელ სალ­ვა­დო­რის მთავ­რო­ბებს, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფე­დე­რა­ლუ­რი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას აუკ­რძა­ლა, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სა­ო­მა­რი კა­ნო­ნი ზო­გი­ერ­თი დე­პორ­ტა­ცი­ის გა­სა­მარ­თლებ­ლად, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად ფრე­ნე­ბი მა­ინც შეს­რულ­და.

ტრამ­პის დე­პორ­ტა­ცი­ის დი­რექ­ტი­ვა ეყ­რდნო­ბა 1798 წლის “უცხო მტრის აქტს“. ეს კა­ნო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­უქ­მე­ბუ­ლა, მაგ­რამ ის იშ­ვი­ა­თად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში და ყო­ველ­თვის ომის დროს.

კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს ამე­რი­კას­თან ომში მყო­ფი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბას და დე­პორ­ტა­ცი­ას სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე. იგი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და 1812 წლის ომის დროს დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს.

მო­სა­მარ­თლე ჯე­იმს ბო­ას­ბერ­გმა და­ად­გი­ნა, რომ კა­ნო­ნი მოქ­მე­დებს მხო­ლოდ სხვა ქვე­ყა­ნას­თან ომის შემ­თხვე­ვა­ში და ამი­ტომ მის ფარ­გლებ­ში დე­პორ­ტა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­წყდეს.

ambebi.ge