მსოფლიოს რომელ ქალაქებშია ყველაზე დაბინძურებული ჰაერი - ახალი კვლევა
მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე აზიის კონტინენტის ქვეყნებშია. შვეიცარიული კომპანია IQAir-ის მოხსენებაში, რომელშიც 2024 წელი არის შეჯამებული, ყველაზე დაბინძურებული 20 ქალაქიდან უმეტესი ნაწილი - 13 დასახლება ინდოეთშია. ერთადერთი ქალაქი აზიის ფარგლებს გარეთ, რომელიც ამ სიაში მოხვდა, არის ჩადის დედაქალაქი ცენტრალურ აფრიკაში - ნჯამენა.
შვეიცარიული კომპანია რომელიც აკონტროლებს ჰაერის ხარისხს მთელ მსოფლიოში, თავის მოხსენებაში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს წვრილ ნაწილაკებზე (PM2.5). ეს არის ერთ-ერთ ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე საშიში დამაბინძურებელი.
PM2.5 მოდის ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა საწვავის წვა, მტვრის ქარიშხალი და ტყის ხანძარი. ის იმდენად მცირეა, რომ შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელია. თუმცა უნარი შესწევს შევიდეს თქვენს ფილტვებში ან სისხლძარღვებში.
ნაწილაკები იწვევს გაღიზიანებას და ანთებას, დაკავშირებულია სუნთქვის პრობლემებთან და თირკმელების ქრონიკულ დაავადებასთან. ასევე შეიძლება გამოიწვიოს კიბო, ინსულტი ან გულის შეტევა და ასოცირდება დეპრესიისა და შფოთვის უფრო მაღალ რისკთან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ PM2.5-ის საშუალო წლიური დონე არ უნდა აღემატებოდეს 5 მიკროგრამს კუბურ მეტრზე.
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ინდუსტრიულ ქალაქ ბირნიჰატში, გასულ წელს დაფიქსირდა PM2.5 -ის 128.2 კონცენტრაცია ჰაერში, რაც 25-ჯერ აღემატება ჯანმო-ს სტანდარტს.
დაბინძურების მტავარი წყაროები ქალაქის მასშტაბით განლაგებული ქარხნები, მზარდი სამშენებლო ინდუსტრია და ხეების ჭრაა.
ინდოეთის დედაქალაქი ნიუ-დელი კი უკვე მეექვსე წელია მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად სახელდება. PM2.5-ის კონცენტრაციის დონემ ქალაქში 91.8.-ს მიაღწია.
ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია ინდოეთის ექვსი სატელიტური ქალაქი - ფარიდაბადი, ლონი, დელი, გურგაონი, ნოიდა და დიდი ნოიდა. იხილეთ სრულად