ბრძოლა არქტიკისთვის: რა არის კანადური ოპერაცია “ნანუკი“ და რატომ იქცა გრენლანდია გეოპოლიტიკური გარჩევის თემად?
ინუვიკის დაკბილულ, ნაძვით დაფარულ ცის ჰორიზონტზე ზამთრის მზე ჯერ კიდევ არ ჩანდა, თუმცა 150-ზე მეტი ჯარისკაცი სათემო რეკრეაციულ ცენტრში, უკვე მზად იყო...
ზოგიერთისთვის ეს მოგზაურობა კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე, არქტიკული წრის ზემოთ, დაახლოებით, 200 კილომეტრში, პირველი იყო.
"თქვენ აქ ხართ არქტიკული გარემოს გამოცდილებისთვის. თქვენ აქ ხართ, რათა აჩვენოთ ჩვენი სუვერენიტეტი, აჩვენოთ ის, რომ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ტერიტორია ყველა საფრთხისგან", - ეუბნება სახმელეთო სამუშაო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დარენ ტერნერი ჯგუფს.
The guardian-ი ოპერაცია “ნანუკის“ შესახებ დაწვრილებით წერს, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებიდან 9 მარტამდე გრძელდებოდა.
ეს იყო კანადის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები არქტიკაში, ტუნდრას გასწვრივ. დაახლოებით 650-მა ადამიანმა გაიარა ინფრასტრუქტურის აღდგენის, უახლესი აღჭურვილობის შემოწმების და სიცივეში გადარჩენის სიმულირებული სწავლება.ოპერაცია შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ბელგიის, შვედეთისა და ფინეთის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. ის მიზნად ისახავს “ძალაუფლების პროექტირებას“ და შენარჩუნებას არქტიკაში.
“რუსეთი და ჩინეთი, რომელიც ახლა საკუთარ თავს "ახლო არქტიკულ სახელმწიფოს" უწოდებენ, ავლენენ მზარდ ინტერესს რეგიონის მიმართ, რომელიც კანადის მიწის მასის თითქმის ნახევარს შეადგენს“, - წერს გამოცემა და ხაზს უსვამს რეგიონში არსებულ წიაღისეული საწვავის უზარმაზარ მარაგზე, რომელიც შესაძლოა ქვეყნებს შორის ინტერესის მთავარ სფეროს წარმოადგენდეს.
ამის შესახებ თავის განცხადებაში კანადის თავდაცვის მდივანმა ბილ ბლერმა ახლახან ისაუბრა. მისი თქმით, “კლიმატის ცვლილება ცვლის რეგიონს და უზრუნველყოფს მზარდი ხელმისაწვდომობას არქტიკულ რესურსებზე, რაც, სამწუხაროდ, სხვა კონკურენტ ქვეყნებს უფრო აგრესიული კონკურენციისკენ უბიძგებს". იხილეთ სრულად