"ამერიკა დაბრუნდა" - რა თქვა ტრამპმა კონგრესში: ზელენსკის წერილი, დარბაზიდან გაძევებული კონგრესმენი და მუქარა ფედერალურ ბიუროკრატებს | Allnews.Ge

"ამერიკა დაბრუნდა" - რა თქვა ტრამპმა კონგრესში: ზელენსკის წერილი, დარბაზიდან გაძევებული კონგრესმენი და მუქარა ფედერალურ ბიუროკრატებს

ტრამპმა ისა­უბ­რა ასე­ვე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის ტა­რი­ფე­ბის და­წე­სე­ბა­ზე. ამ კონ­ტექ­სტში მან ისა­უბ­რა ისეთ ქვეყ­ნებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ინ­დო­ე­თი, სამ­ხრეთ კო­რეა და ბრა­ზი­ლია.

"ინ­დო­ე­თი გვა­კის­რებს 100%-იან­ზე მეტ ტა­რი­ფებს, ჩი­ნე­თის სა­შუ­ა­ლო ტა­რი­ფი ჩვენს პრო­დუქ­ტებ­ზე ორ­ჯერ მე­ტია, ვიდ­რე ჩვენ მათ­თვის გვაქვს და­წე­სე­ბუ­ლი და სამ­ხრეთ კო­რე­ის სა­შუ­ა­ლო ტა­რი­ფი ოთხჯერ მე­ტია“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მისი თქმით, სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ აშშ-ის სა­პა­სუ­ხო ტა­რი­ფე­ბი 2 აპ­რი­ლი­დან შევა ძა­ლა­ში. ტრამ­პის გან­მარ­ტე­ბით, შე­საძ­ლოა, ტა­რი­ფე­ბის და­წე­სე­ბას მოჰ­ყვეს მცი­რე მღელ­ვა­რე­ბის და ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი, მაგ­რამ ტა­რი­ფე­ბი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კე­თილ­დღე­ო­ბას მო­უ­ტანს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს იმით, რომ აი­ძუ­ლებს კომ­პა­ნი­ებს მეტი პრო­დუქ­ტი აწარ­მო­ონ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, რაც შექ­მნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს."ის მოგ­ვი­ტანს ტრი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს და შექ­მნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ისე, რაც არას­დროს არ გვი­ნა­ხავს“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მისი თქმით, მექ­სი­კა და კა­ნა­და აშშ-ში ფენ­ტა­ნი­ლის შე­ტა­ნას აქამ­დე არ­ნა­ხულ დო­ნე­ზე უშ­ვე­ბენ, რაც იწ­ვევს ასო­ბით და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას და ოჯა­ხე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას. ტრამ­პის მტკი­ცე­ბით, ეს ორი ქვე­ყა­ნა აშშ-სგან მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის სუბ­სი­დი­ას იღებს. ”ჩვენ აღარ ვა­პი­რებთ ამის გა­კე­თე­ბას”, - დას­ძი­ნა ტრამპმა.