კონგოდან საფრანგეთში: არალეგალური იმიგრანტობა და რთული ბავშვობა მინდობით აღზრდაში - რა არის ცნობილი ფრანგ ვარსკვლავზე, რომელმაც "განდაგანა" ჰიტად აქცია
სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა და პოპულარობა მოიპოვა ფრანგი რეპერის, GIMS-ის მიერ შესრულებულმა “განდაგანამ“. წარმოშობით კონგოელი, ფრანგი ვარსკვლავი საქართველოში პოპულარული აჭარულმა ჰანგებმა გახადა. მის ნამღერს გაიგებთ ყველგან - მაღაზიებსა თუ სავაჭრო ცენტრებში.
GIMS-ი არის ისეთი ჰიტების ავტორი, რომელსაც ასობით მილიონი ნახვა აქვს. რეპერი საფრანგეთში უკვე წლებია ვარსკვლავის სტატუსს არ თმობს, ათეულობით მილიონი გამომწერით და 5 მილიონი გაყიდული ალბომით.
თუმცა, ჯერ კიდევ წლების წინ ის მსოფლიომ გაიცნო ჰიტით - BELLA, აქვს კოლაბორაციები მსოფლიოს ვარსკვლავებთან.
რეპერის ტიკ-ტოკის პირად გვერდზე “განდაგანას“ გამოჩენისთანავე, ელვის სისწრაფით გაიზარდა მისი გამომწერების რაოდენობა. ქართველ გამომწერები კომენტარებში მას ამხნევებენ და თითქმის ვერ ნახავთ კრიტიკულ კომენტარს.
როგორც ცნობილი ხდება, GIMS-ი საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს.
კურიერი P.S-მა რეპერის აგენტთან და ქართველ მოცეკვავეებთან, რომლებიც კლიპში მონაწილეობენ, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
“საქართველოში სავარაუდოდ აპრილში ჩამოვალთ. ჯერჯერობით ვისმენთ შემოთავაზებებს. გაგიმხელთ საიდუმლოს და გეტყვით იმასაც, რომ არ გამოვრიცხავთ ქართველ არტისტებთან კოლაბორაციას. როცა საქართველოში ჩამოვალთ, ვგეგმავთ ქართველ შემსრულებლებთან ერთად ვიმღეროთ “განდაგანას“ ორიგინალი ვერსია.
ოფიციალური ვიდეოკლიპის პრეზენტაცია აჭარული სიმღერისა “ნინაო“ 5 მარტს გაიმართება", - აცხადებს მომღერლის აგენტი ინტერვიუში. იხილეთ სრულად