ტრამპმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება - "ეს არ არის დახმარების სრული შეწყვეტა, ეს არის პაუზა" | Allnews.Ge

ტრამპმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება - "ეს არ არის დახმარების სრული შეწყვეტა, ეს არის პაუზა"

3 მარტს და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტთან, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან გა­სულ კვი­რა­ში მომ­ხდა­რი ღია კონ­ფლიქ­ტის ფონ­ზე, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა შე­ა­ჩე­რა უკ­რა­ი­ნის­თვის ყვე­ლა სა­ხის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა.

"პა­უ­ზა" გას­ტანს მა­ნამ, ვიდ­რე ტრამ­პი და­ად­გენს, რომ უკ­რა­ი­ნის ლი­დე­რებს გულ­წრფე­ლად სურთ მშვი­დო­ბა, - იუ­წყე­ბი­ან Bloomberg-ი და Fox News-ი, მათ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სიც".

"ეს არ არის დახ­მა­რე­ბის სრუ­ლი შე­წყვე­ტა, ეს არის პა­უ­ზა", - ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის ამ სი­ტყვებს Fox News-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მა Bloomberg-ი აშშ-ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ, ანო­ნი­მუ­რად და­ტო­ვე­ბულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ პა­უ­ზა გავ­რცელ­დე­ბა აშშ-ის სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში არ არის - მათ შო­რის გა­და­ზიდ­ვის პრო­ცეს­ში მყოფ, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო ხო­მალ­დებ­ზე, ან პო­ლო­ნე­თის სატ­რან­ზი­ტო სივ­რცე­ებ­ში გან­თავ­სე­ბულ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე. წყა­როს ცნო­ბით, ტრამპმა თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, პიტ ჰეგ­სეთს და­ა­ვა­ლა პა­უ­ზის აღ­სრუ­ლე­ბა.

"პრე­ზი­დენ­ტმა ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ მშვი­დო­ბის­კენ არის მო­წო­დე­ბუ­ლი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ამ მიზ­ნის ერ­თგუ­ლე­ბა ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გა­ნაც“, - გა­ნა­ცხა­და თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც ცი­ტი­რე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და ამე­რი­კუ­ლი მე­დია.

თა­ვად ტრამპს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია და თეთ­რი სახ­ლი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­ღი­ათ.

ახა­ლი სამ­ხედ­რო მა­რა­გე­ბის გა­რე­შე, უკ­რა­ი­ნას, სა­ვა­რა­უ­დოდ, საკ­მა­რი­სი ია­რა­ღი წლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე მიჰ­ყვე­ბა, რათა ამ­ჟა­მინ­დე­ლი ტემ­პით გა­აგ­რძე­ლოს რუ­სეთ­თან ბრძო­ლა, - აცხა­დე­ბენ ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი. ეს ნა­წი­ლობ­რივ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ით, რო­მელ­მაც მკვეთ­რად გა­ზარ­და კი­ე­ვის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა ტრამ­პის თეთრ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე, - აღ­ნიშ­ნავს WSJ.

CNN იტყო­ბი­ნე­ბა, რომ აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის შე­ფა­სე­ბით, გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა, ვიდ­რე სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­დე­გე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე აი­სა­ხე­ბა, მაგ­რამ რად­გან მა­რა­გი ამო­ი­წუ­რე­ბა, ეფექ­ტი სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა.

"არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უფსკრუ­ლი, რო­მელ­საც ევ­რო­პა თა­ვი­სით ვერ შე­ავ­სებს“, - თქვა მან.

შე­გახ­სე­ნებთ, და­ძა­ბუ­ლო­ბა მოჰ­ყვა 28 თე­ბერ­ვალს თეთ­რი სახ­ლის ოვა­ლურ ოფის­ში მომ­ხდარ მძაფრ შე­ლა­პა­რა­კე­ბას, რომ­ლის დრო­საც ტრამპმა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ჯეი დი ვენ­სმა ზე­ლენ­სკი სა­ჯა­როდ და მწვა­ვედ გა­კი­ცხეს. ზე­ლენ­სკიმ თეთ­რი სახ­ლი და­ტო­ვა უკ­რა­ი­ნის მი­ნე­რა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის გა­რე­შე.