"მთელი საბერძნეთი პარალიზებულია, დაკეტილია ყველა საჯარო უწყება" - ქვეყანა მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა: რას ითხოვენ ქუჩაში გამოსულები? | Allnews.Ge

"მთელი საბერძნეთი პარალიზებულია, დაკეტილია ყველა საჯარო უწყება" - ქვეყანა მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა: რას ითხოვენ ქუჩაში გამოსულები?

სა­ბერ­ძნე­თი მას­შტა­ბურ­მა აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი დე­და­ქა­ლაქ ათენ­სა და ქა­ლაქ თე­სა­ლო­ნიკ­ში, ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვი­და.

ათენ­ში, სინ­დაღ­მა­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა.

რო­გორც georgians.gr წერს, მთე­ლი სა­ბერ­ძნე­თი “პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია”, და­კე­ტი­ლია ყვე­ლა სა­ჯა­რო უწყე­ბა, კერ­ძო უწყე­ბებ­მა გა­ფიც­ვა გა­მო­ა­ცხა­დეს, გა­ფი­ცუ­ლია სა­ჯა­რო ტრან­სპორ­ტიც, მუ­შა­ობს მხო­ლოდ მეტ­რო და ტრამ­ვაი, 17:00 სა­ა­თამ­დე, მხო­ლოდ იმ მიზ­ნით, რომ მო­ემ­სა­ხუ­რონ დე­მონ­სტრან­ტებს, აქ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სახ­ლებ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად.

ათე­ნის გარ­და, უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა თე­სა­ლო­ნიკ­შიც. დე­მონ­სტრან­ტე­ბი ვე­ნი­ზე­ლუს ძეგლ­თან შე­იკ­რიბ­ნენ და არის­ტო­ტე­ლუს მო­ედ­ნის­კენ გა­მარ­თა­ვენ მსვლე­ლო­ბას.

thessaloniki-tempi-6-768x576-54166-1740758086.jpg

თე­სა­ლო­ნი­კივრცელ­დე­ბა ვი­დეო თე­სა­ლო­ნი­კი­დან:

ქა­ლა­ქებ­ში გა­მო­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტემ­პის ტრა­გე­დი­ის გა­მო­ძი­ე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

2 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც სა­ბერ­ძნეთ­ში, ტემ­პის ვე­ლის სამ­ხრე­თით, ორი სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. ტრა­გე­დია 2023 წლის 28 თე­ბერ­ვალს მოხ­და. შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 57 მგზავ­რი, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი ამ დრომ­დე არ აქვთ. ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის დას­ჯას სთხო­ვენ. იხილეთ სრულად