დონალდ ტრამპი მის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორად“ მოხსენიებაზე - ეგ მე ვთქვი? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი მის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორად“ მოხსენიებაზე - ეგ მე ვთქვი? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი

არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორს დავუძახებდი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ჯერ კიდევ სჯერა თუ არა მას, რომ ზელენსკი “დიქტატორია”?

“მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”, - უპასუხა ტრამპმა.

ცნობისთვის, პლატფორმა Truth Social-ზე 19 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც “არჩევნების გარეშე დიქტატორი” მოიხსენია.