"ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით ჯარები გაგზავნა"- რას აცხადებს სამხრეთ კორეის დაზვერვა? | Allnews.Ge

"ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით ჯარები გაგზავნა"- რას აცხადებს სამხრეთ კორეის დაზვერვა?

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში, იანვარსა და თებერვალში, დამატებითი ჯარები გაგზავნა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ იანვარსა და თებერვალში 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში, გარდა იმ დაახლოებით 11 000 ჯარისკაცისა, რომელიც უკვე იმყოფება ქვეყანაში უკრაინის ძალებთან საბრძოლველად.

გარდა ამისა, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარების გაგზავნისთვის ემზადება.