ქალი 3 წელია, შხაპს არ იღებს და ბანაობას შვილებსაც უკრძალავს. არც წყალს სვამს და ამტკიცებს, რომ ამ გზით ჯანმრთელობას ინარჩუნებს - რა ვიცით უცნაურ შემთხვევაზე?
სოციალური ქსელებში ყოველდღიურად უამრავი ისეთი ადამიანი ჩნდება, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ადამიანებს რაღაცები უნდა ასწავლონ. შემუშავებული აქვთ საკუთარი რეცეპტები, ზოგი მათგანი წონაში კლებაზე საუბრობს, ზოგი - კონკრეტული დაავადებების მკურნალობის ხალხურ მეთოდებზე, ზოგიერთი ადამიანებს მათი ბედის გამოცნობაში ფულს ახდევინებს და ასე შემდეგ. ალბათ, უამრავი მსგავსი ვიდეო გვინახავს. სამწუხაროდ, ყველა მეთოდი უწყინარი არ არის და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ბოლო დღეებია მედიაში რუსი ბლოგერის შესახებ საუბრობენ. 40 წლის ეკატერინა კრასნოვას "ბინძურ მკურნალს" უწოდებენ. ქალი ამტკიცებს, რომ ცივილიზაციის უპირატესობებსა და მიღწევებზე უარის თქმა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება...
"იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნო, სექსსა და კვებაზე უარი ვთქვი." - წერს ქალი საკუთარ ბლოგზე და ამბობს იმასაც, რომ ამ გზით ენერგია კიდევ მეტად მოემატა.
რუსი ქალი უკვე წლებია, წყალს არ სვამს და მხოლოდ ნატურალურ წვენებს მიირთმევს. საგანგაშო არის ის, რომ საკუთარ შვილებსაც აიძულებს, ასე მოიქცნენ.
ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ ბლოგერი 3 წელია, თავს არ იბანს. როგორც ეკატერინა ამბობს, როდესაც ადამიანები შხაპს იღებენ, ისინი საკუთარ კარმას ასუფთავებენ:
"რაც უფრო უარესად მისდის ადამიანს საქმე, მით მეტჯერ ცდილობს თავის დაბანას. სურს, რომ მთელი ეს ჭუჭყი ჩამოირეცხოს. მე ეს არ მაქვს. სუფთა, ლამაზი ცხოვრებით ვცხოვრობ. ადამიანებს საკვების გამო ძალიან ცუდი სუნი აქვთ. ისინი ხორცს მოიხმარენ, რომელიც სხეულში იშლება. მშვენიერი სუნი მაქვს და დაბანა არ მჭირდება." - ამბობს 40 წლის ბლოგერი.
ვიდეოში გამოჩნდა ბავშვი, რომელიც ეკატერინას სიტყვებს ეთანხმება და ამბობს, რომ ისიც ასე ცხოვრობს. იხილეთ სრულად