ზელენსკი ასახელებს 4 ქვეყანას, რომლებიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან - მათ შორის არის აშშ | Allnews.Ge

ზელენსკი ასახელებს 4 ქვეყანას, რომლებიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან - მათ შორის არის აშშ

ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. თუმ­ცა არის ქვეყ­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან, - თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას უნ­გრე­თი, სლო­ვა­კე­თი, გერ­მა­ნია და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, თუმ­ცა, ამ მო­საზ­რე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს აშშ-ის ფაქ­ტო­რი თა­მა­შობს.„თუ ნატო არ არის ვა­რი­ან­ტი, რა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი? – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნას ძლი­ე­რი არ­მია ჰყავს. თუმ­ცა მის მხარ­და­სა­ჭე­რად მუდ­მი­ვად სა­ჭი­როა ფული და ია­რა­ღი.