"ის ათობით გვირაბისგან შედგება" - გრენლანდიაში, ყინულში ჩაფლული "საიდუმლო ქალაქი" - რა ფარული ინფორმაცია გახდა ცნობილი და რისთვის სჭირდებოდა Camp Century აშშ-ს
გრენლანდიაში არსებული სამხედრო ბაზის ნამდვილი დანიშნულება ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. ახლა კი გავრცელდა აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები იდუმალი "ქალაქის" შესახებ, რომელიც ღრმად იყო ჩაფლული ყინულის საფარქვეშ.
"ცივი ომის" პერიოდში შექმნილი სამხედრო ბაზა, სახელად Camp Century თითქმის 30 მეტრის სიღრმეზე, ყინულის ქვეშ მდებარეობს.
ის მოიცავს გვირაბების ქსელს, რომელიც გაყვანილია ყინულის ფენებში, დაახლოებით 241 კილომეტრის სიგრძეზე. 1959-იდან 1967 წლამდე, ეს ადგილი გამოიყენებოდა არქტიკიდან ბირთვული რაკეტების გაშვების მიზანშეწონილობის შესამოწმებლად.აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის მიერ აშენებული ბაზა აღჭურვილი იყო 21 ურთიერთდაკავშირებული გვირაბით. იგი ოფიციალურად წარმოდგენილი იყო როგორც სამეცნიერო კვლევითი სადგური. სამხედრო ბაზის ნამდვილი დანიშნულება ათწლეულების განმავლობაში კარგად დაცულ საიდუმლოდ რჩებოდა.
სინამდვილეში, Camp Century იყო საიდუმლო პროექტის, Iceworm-ის ნაწილი - შექმნილი იყო ბირთვული იარაღის შესანახად, ასევე სსრკ-ს წინააღმდეგ ბირთვული რაკეტების გასაშვებად, დიდი კონფლიქტის შემთხვევაში.
ბანაკი "იკვებებოდა" ინოვაციური პორტატული ბირთვული რეაქტორით - PM-2A -თ, რომელიც აწვდიდა ელექტროენერგიას და სითბოს. მიუხედავად მისი ამბიციური მიზნებისა, არასტაბილური ყინული მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოჩნდა. იხილეთ სრულად