რა არის ცნობილი ვენაში დაკავებულ ქართველ კაცზე, რომელიც პლასტიკურ პროცედურებს არალეგალურად ატარებდა - "ყურებისა და ნიკაპის არეში ჭრილობები მიაყენა" | Allnews.Ge

რა არის ცნობილი ვენაში დაკავებულ ქართველ კაცზე, რომელიც პლასტიკურ პროცედურებს არალეგალურად ატარებდა - "ყურებისა და ნიკაპის არეში ჭრილობები მიაყენა"

ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში, კერ­ძოდ ლან­დშტრა­სეს რა­ი­ონ­ში, ერთ-ერთ ბი­ნა­ში, 35 წლის მა­მა­კა­ცის მიერ არა­ლე­გა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, 58 წლის ქალი მძი­მედ და­შავ­და. ქალი ბი­ნა­ში ნი­კა­პის გა­სამ­კვრი­ვე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­ვი­და, თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის დროს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და. ავ­სტრი­ის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ქალი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. კაცი, რო­მე­ლიც ექი­მის სტა­ტუ­სით პრო­ცე­დუ­რას ატა­რებ­და სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ვინ არის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი?

35 წლის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა და სა­კუ­თარ თავს პლას­ტი­კურ ქი­რურ­გად მო­იხ­სე­ნი­ებს. რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, მან ვე­ნა­ში ბინა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით იქი­რა­ვა და არა­ლე­გა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის სის­ტე­მა­ტუ­რად იყე­ნებ­და.

სამ­შა­ბათს, 58 წლის ქალი მე­გო­ბარ­თან ერ­თად, პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად აღ­ნიშ­ნულ ბი­ნა­ში მი­ვი­და. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, მას ნი­კა­პის ლიფ­ტინ­გი ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. ოპე­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა ქალს ყე­ლის, ყუ­რე­ბი­სა და ნი­კა­პის არე­ში რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ამის შემ­დეგ პა­ცი­ენტს მო­უ­ლოდ­ნე­ლად სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო. მა­მა­კაც­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად მე­დი­კა­მენ­ტი გა­უ­კე­თა, თუმ­ცა ამის შემ­დეგ ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და. პა­ცი­ენ­ტის შე­ში­ნე­ბულ­მა მე­გო­ბარ­მა და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ნაც­ნობ­მა – სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას მი­მარ­თეს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე 17:45 სა­ა­თის­თვის მი­ვი­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბა

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ად­გილ­ზე მის­ვლი­სას და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ქალს სა­ხის არე­ში ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ვე­ნის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, ან­დრე­ას ჰუ­ბე­რის თქმით, მათ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ჰკი­თხეს, თუ რა მე­დი­კა­მენ­ტი შე­უყ­ვა­ნა პა­ცი­ენტს, მაგ­რამ მან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. ამის შემ­დეგ საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო.

ბი­ნის ჩხრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­ო­პე­რა­ციო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სა და სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­ვე ოპე­რა­ცი­ე­ბის ფა­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბი. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სთა­ვა­ზობ­და პა­ცი­ენ­ტებს სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რას, მათ შო­რის ქუ­თუ­თო­ე­ბის ლიფ­ტინგსა და სა­ხის სრულ ლიფ­ტინგს. ფა­სე­ბი 500-დან 2500 ევ­რომ­დე მერ­ყე­ობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა

35 წლის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარს აცხა­დებს. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ავ­სტრი­ა­ში ექი­მის ლი­ცენ­ზია არ გა­აჩ­ნდა, ხოლო მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქი­რურ­გად მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ შე­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­შია. ამ დრო­ის­თვის იგი და­კა­ვე­ბუ­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა დე­ტალს იკ­ვლე­ვენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კი­თხეს მისი ნაც­ნო­ბიც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ბინა იქი­რა­ვა. მან პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას გა­იც­ნო და ბინა მისი თხოვ­ნით იქი­რა­ვა. ამ ეტაპ­ზე მისი როლი ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია. ორი­ვე მა­მა­კაცს ავ­სტრი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი არ გა­აჩ­ნია, ხოლო მათი ვი­ზი­სა და ბი­ნად­რო­ბის სტა­ტუ­სი კვლავ შე­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­შია.

ავ­სტრი­ის პო­ლი­ცი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და და გა­აფრ­თხი­ლა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და ეს­თე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­რე­ბულ ექი­მებ­თან ჩა­ი­ტა­რონ, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ მსგავ­სი სა­რის­კო შემ­თხვე­ვე­ბი.