"კარგად არის გაკეთებული, გამეცინა" - ემანუელ მაკრონი AI-თ გენერირებულ ვიდეოს აქვეყნებს | Allnews.Ge

"კარგად არის გაკეთებული, გამეცინა" - ემანუელ მაკრონი AI-თ გენერირებულ ვიდეოს აქვეყნებს

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა პა­რიზ­ში AI Action Summit-ის ანონ­სის­თვის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ვი­დეო გა­მო­ი­ყე­ნა.

მაკ­რონს ვი­დეო კო­ლაჟ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ის კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბო­და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის კრი­ტი­კო­სე­ბის მიერ."ეს საკ­მა­ოდ კარ­გად არის გა­კე­თე­ბუ­ლი, გა­მე­ცი­ნა. მაგ­რამ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - შევ­ცვა­ლოთ ჯან­დაც­ვა და ცხოვ­რე­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

საფ­რან­გე­თი და ევ­რო­პა უნდა იყოს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის რე­ვო­ლუ­ცი­ის გულ­ში", - ამ­ბობს მაკ­რო­ნი.

Variety-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­სულ წელს ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა თქვა რომ Deep Fake-ით გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­იძ­ლე­ბა შე­ვიწ­რო­ე­ბის ფორ­მა იყოს.

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, რომ Deep Fake-ით შექ­მნი­ლი ვი­დე­ო­ე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ უფრო გარ­თულ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი და ყალ­ბი ამ­ბის გარ­ჩე­ვა.ვი­დეო გა­მოქ­ვეყ­ნდა ორ­დღი­ა­ნი გლო­ბა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­მი­ტის წინ, რო­მელ­საც პა­რი­ზი მას­პინ­ძლობს.

სა­მი­ტის მი­ზა­ნია მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი აღ­მას­რუ­ლებ­ლე­ბი­სა და აკა­დე­მი­კო­სე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რათა გა­მო­იკ­ვლი­ონ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, მმარ­თვე­ლო­ბა­სა და გა­რე­მო­ზე.