მთელი მსოფლიოს მასშტაბით, USAID-ის თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვებენ - რა დეტალებს წერს მედია | Allnews.Ge

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, USAID-ის თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვებენ - რა დეტალებს წერს მედია

მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით USAID-ის თა­ნამ­შრომ­ლებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

“2025 წლის 7 თე­ბერ­ვალს, პა­რას­კევს, 23:59 სა­ათ­ზე (EST), მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით USAID-ის პირ­და­პი­რი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გაგ­ზავ­ნა მოხ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­მო­ნაკ­ლი­სი USAID-ის მი­სი­ის კრი­ტი­კულ ფუნ­ქცი­ებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს, ძი­რი­თად მე­ნე­ჯმენ­ტსა და სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის პერ­სო­ნალს შე­ე­ხე­ბა.გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ა­გენ­ტო აშშ-ს ფარ­გლებს გა­რეთ მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას ამ­ზა­დებს. ასე­ვე, USAID-ი მათ­თვის 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ში დაბ­რუ­ნე­ბას, ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­წყვე­ტას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ამას­თან, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შემ­თხვე­ვებს გა­ნი­ხი­ლავს და აუ­ცი­ლე­ბელ პერ­სო­ნალს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბებს.

ცნო­ბის­თვის, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აშშ-ის მთავ­რო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ილონ მასკმა აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) “კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მის და­ხურ­ვა­ზე მუ­შა­ობ­და.

ორ­შა­ბათს, ვა­შინგტონ­ში USAID-ის შტაბ-ბინა და­ი­ხუ­რა, ხოლო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებს აც­ნო­ბეს, რომ სახ­ლებ­ში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “დე­მოკ­რატ­მა“ კონ­გრეს­მე­ნებ­მა შტაბ-ბი­ნას­თან გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მარ­კო რუ­ბიო USAID-ის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნა.

“მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რაც ვთქვით, დიდი ხა­ნია მხარს ვუ­ჭერ­დი სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბას, ვაგ­რძე­ლებ სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას, მაგ­რამ სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბა არაა. ის არ­სე­ბობს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის წინ წა­სა­წე­ვად. ყო­ვე­ლი დო­ლა­რი, რო­მელ­საც ჩვენ დავ­ხარ­ჯავთ, სა­ნამ მე ვარ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი და სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პია თეთრ სახ­ლში, იქ­ნე­ბა დო­ლა­რი, რო­მე­ლიც წინ წა­წევს ჩვენს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ბი­ომ.