ქალი, რომელიც ძაღლის მოპარვაში იყო ბრალდებული, თუმცა.. - ვინ არის აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორი
აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბონდის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე სენატის 54-მა წევრმა დაუჭირა ხმა, 46 წინააღმდეგი იყო.
ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორის კანდიდატურას “რესპუბლიკელ“ სენატორებთან ერთად მხარი “დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პემ ბონდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინა, რაც მისმა პირველმა არჩევანმა, მეტ გეცმა, “რესპუბლიკელი“ სენატორების მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო კანდიდატურა მოხსნა.თავად პემ ბონდი საზოგადოებამ უცნაურ გარემოებებში გაიცნო. ის წლების წინ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როგორც ბრალდებული.
ბონდს სურდა მოეპოვებინა მეურვეობა ძაღლზე, რომელიც 2005 წელს შეიკედლა, მას შემდეგ რაც ძაღლმა ქარიშხლის დროს ოჯახი დაკარგა. როგორც აღმოჩნდა, ოჯახი ცდილობდა ძაღლის პოვნას, მაგრამ ბონდიმ უარი უთხრა დაბრუნებაზე. ის ოჯახს ცხოველის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.
თუმცა ლუიზიანელი ოჯახი აცხადებდა, რომ ქარიშხალ "კატრინას" დროს დაკარგული მათი ძაღლი სინამდვილეში ბონდმა მოიპარა. საბოლოოდ, აღნიშნული საქმე სასამართლო პროცესამდე მოგვარდა და “მასტერ ტანკი“ ოჯახს დაუბრუნდა. იხილეთ სრულად