"ოსკარზე" წარდგენილი პირველი ტრანსგენდერი ქალი დიდ სკანდალში გაეხვა - რის გამო შეიძლება მოხსნან ცერემონიიდან? | Allnews.Ge

"ოსკარზე" წარდგენილი პირველი ტრანსგენდერი ქალი დიდ სკანდალში გაეხვა - რის გამო შეიძლება მოხსნან ცერემონიიდან?

52 წლის კარლა სოფია გასკონი "ოსკარზე" წარდგენილი პირველი ტრანსგენდერი ქალია. ის ფილმ "ემილია პერესში" შესრულებული როლისთვის წარადგინეს ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელთა კატეგორიაში. თუმცა მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ბევრი ითხოვს მის "გაუქმებას" ოსკარებზე.

კარლამ მოახერხა და ძალიან ბევრი ადამიანი გააბრაზა. ჟურნალისტმა და მწერალმა სარა ჰაგიმ იპოვა კარლას ძველი პოსტები სოციალურ ქსელში და ისინი ესპანურიდან ინგლისურად თარგმნა. ერთ-ერთ პოსტში გასკონი უხეშად საუბრობდა სელენა გომესზე, რომელიც მოგვიანებით მისი პარტნიორი გახდა "ემილია პერესში". ადრე გამოქვეყნებულ პოსტში კი კარლა ემილიას კიცხავდა ჰაილი ბიბერთან გადაღებული ფოტოს გამო. "სელენა მდიდარი ვირთხაა, რომელიც თავს ისაწყლებს ყველა შესაძლო შემთხვევის დროს და არასდროს დაანებებს თავს თავის ყოფილსა და მის ცოლს".

main-1738428481-1738569690.webp

კიდევ ერთ პოსტში კი გასკონი 36 წლის ადელს აკრიტიკებს, რომელმაც მკვეთრად დაიკლო წონაში და "დაავიწყდა" ზედმეტი კანის მოშორება ხელებზე.

სხვა კოლეგებზეც იყო მსგავსი დამცინავი პოსტები. გარდა ამისა, გასკონი მუსლიმანებზეც გამოთქვამდა აზრს და ჩიოდა, რომ ისინი "ზემდეტად ბევრნი" არიან ესპანეთში და ასევე კიცხავდა მუსლიმანებს იმის გამო, რომ "ქალებს პატივს არ სცემენ".

ასევე აკრიტიკებდა "ოსკარს". "ვერც კი ვიგებ, აფრო-კორეულ ფესტივალს ვუყურებ თუ Black Lives Matter-ის დემონსტრაციას. წითელი ხალიჩის სამოსიც საზიზღრობაა".

9d7f809bcf575f4b692f01858e0d9d7a-1738428480-1738569703.jpg

ახლა, როცა გასკონს თავად ელის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია, ეს "ჩონჩხები კარადაში" ნამდვილად არ სჭირდებოდა. მსახიობი იძულებული გახდა, ოფიციალური კომენტარი გაეკეთებინა პრესაში: "მინდა ვაღიარო, რომ ჩემი ძველი პოსტების განხილვამ ბევრს მიაყენა ტკივილი. როგორც მარგინალიზებული საზოგადოების წარმომადგენელს, საკმაოდ კარგად მესმის ეს განცდები და ძალიან ვნანობ, რომ თავად მივაყენე ის სხვებს. მთელი ცხოვრება ვიბრძოდი უკეთესი სამყაროსთვის. მჯერა, რომ სინათლე ყოველთვის დაამარცხებს სიბნელეს". იხილეთ სრულად