მასკი სახელმწიფო სამსახურს სკანდალურად იწყებს - ბრალდებები USAID - ის წინააღმდეგ: "ეს კრიმინალური ორგანიზაციაა, დროა, მოკვდეს“
Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნა, ამ თანამდებობაზე მუშაობას სკანდალურად იწყებს და საჯარო სივრცეში USAID-ს უმწვავესად აკრიტიკებს.
მან 2 თებერვალს X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც USAID-ს “კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა.
“USAID-ი არის კრიმინალური ორგანიზაცია. დროა, რომ მოკვდეს“, - წერს მასკი.
მან კონსერვატორი მაიკ ბენცის ვიდეო გააზიარა, რომელშიც USAID-ზე, ინტერნეტ ცენზურასა და პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნის მიმართულებებზეა საუბარი.
Freedom Online-ის ფონდის დირექტორის, ყოფილი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის ვიდეოში თბილისში გამართული აქციებიც ჩანს.
“ჩემს X-ის ანგარიშზე გავმართე 50-საათიანი ლაივ სტრიმ ლექციები, რომელშიც გამომწერებს ინტერნეტ ცენზურისა და საზოგადოებაზე გათვლილი პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნაში, USAID-ის მთავარი როლის შესახებ ვესაუბრე.
როდესაც ამ კვირაში სახლში დავბრუნდები, დავდებ ამ ჩანაწერებს“, - წერს ბენცი.
გარდა ამისა, მასკმა გააკრიტიკა "დემოკრატიის ეროვნულ ფონდი"(NED)."დემოკრატიის ეროვნულ ფონდი" კორუფციაშია ჩაძირული... დიდია იმ ბოროტებათა ჩამონათვალი, რაც NED-ს გაუკეთებია", - წერს მასკი X-ზე. იხილეთ სრულად