"ნაპოვნია 18 გარდაცვლილი... შეჯახებისას თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო" - აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალები | Allnews.Ge

"ნაპოვნია 18 გარდაცვლილი... შეჯახებისას თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო" - აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალები

American Airlines-ის სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­შიც 64 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, აშშ-ის არ­მი­ის Black Hawk-ის ტი­პის ვერ­ტმფრენს შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა ვა­შინგტო­ნის რე­ი­გა­ნის ეროვ­ნულ აე­რო­პორტთან ახ­ლოს მოხ­და, რო­დე­საც სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი ასაფ­რენ ბი­ლიკს მი­უ­ახ­ლოვ­და. შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ თვითმფრი­ნა­ვი მდი­ნა­რე პო­ტო­მაკ­ში ჩა­ვარ­და.

სამ­ძებ­რო - სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ოთხშა­ბათს სა­ღა­მოს 21:00 სა­ათ­ზე მოხ­და, ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

მდი­ნა­რე პო­ტო­მაკ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბი

1-41837-1738223744.jpg

უკვე ცნო­ბი­ლია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მსხვერ­პლის შე­სა­ხებ. CBS-ის ცნო­ბით, მყვინ­თა­ვებ­მა 18 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. გრძელ­დე­ბა სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ექ­სპერ­ტე­ბი თვითმფრი­ნა­ვე­ბის ნამ­სხვრე­ვებს იკ­ვლე­ვენ.ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ შე­ჯა­ხე­ბი­სას რე­ის­ზე 5342 იმ­ყო­ფე­ბო­და 60 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის ოთხი წევ­რი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, “თვითმფრი­ნა­ვი ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო“.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი და სამ­ხედ­რო ​​Black Hawk -ის ნა­წი­ლე­ბი, რო­მე­ლიც კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად კო­ლო­სა­ლუ­რად და­ზი­ან­და.

თავ­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ Black Hawk იყო არ­მი­ის ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­საც სამი ჯა­რის­კა­ცი, სას­წავ­ლო მი­სი­ა­ზე გა­დაჰ­ყავ­და.