"თმა აღარ მაქვს, აღარ ვჯდები მოდელის სტანდარტებში" - იტალიელი მოდელი, ბიანკა ბალტი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, ახალ ფოტოებს აქვეყნებს | Allnews.Ge

"თმა აღარ მაქვს, აღარ ვჯდები მოდელის სტანდარტებში" - იტალიელი მოდელი, ბიანკა ბალტი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, ახალ ფოტოებს აქვეყნებს

იტა­ლი­ელ­მა მო­დელ­მა, ბი­ან­კა ბალ­ტიმ, რო­მელ­საც გა­სულ წელს საკ­ვერ­ცხის კი­ბოს მე­სა­მე სტა­დი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, "ინ­სტაგ­რამ­ზე" ახა­ლი ფო­ტო­სე­სი­ი­დან კად­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ბი­ან­კამ რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­ა­ზი­ა­რა, რო­მელ­შიც ფო­ტოგ­რაფ ლუკ­რე­ცია გა­ნა­ზო­ლის ობი­ექ­ტივ­ში პო­ზი­რებს. სუ­რა­თებ­ზე მო­დე­ლი თმის გა­რე­შეა.

snapinstapp-475050699-18487620448011685-1082175961908074667-n-1080-40675-1738139213.jpg

"რო­დე­საც სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, რა­ტომ­ღაც ვი­ცო­დი, რომ ამას გა­ვუმკლავ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ ვე­ღარ შევ­ძლებ­დი ოჯახ­ზე ზრუნ­ვას. ჩემი პრო­ფე­სია ყო­ველ­თვის იყო მიბ­მუ­ლი ჩემს გა­რეგ­ნო­ბას­თან. მუ­ცელ­ზე ნა­წი­ბუ­რი მაქვს, თმა აღარ მაქვს, მე აღარ ვჯდე­ბი მო­დე­ლის სტან­დარ­ტებ­ში. სა­წოლ­ში იძუ­ლე­ბი­თი წო­ლი­სას ვფიქ­რობ ჩემს თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე", - წერს 40 წლის ბალ­ტი.

snapinstapp-475076350-18487620421011685-6421917543685926621-n-1080-40661-1738139232.jpg

გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში ბი­ან­კა ბალ­ტიმ გა­ნა­ცხა­და, რომ მას საკ­ვერ­ცხის კი­ბოს მე­სა­მე სტა­დი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ორი წლის წინ მო­დელს ორ­მა­გი მას­ტექ­ტო­მია ჩა­უ­ტარ­და მკერ­დი­სა და საკ­ვერ­ცხის კი­ბოს გე­ნე­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბის გამო, მაგ­რამ მა­შინ საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ამო­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­მავ­ლის­თვის გა­და­დო, რად­გან შვი­ლის გა­ჩე­ნა კი­დევ სურ­და. იხილეთ სრულად