მოსამართლემ დონალდ ტრამპის მორიგი ბრძანება დაბლოკა - რისი აღსრულება შეუჩერეს ამჯერად აშშ-ის პრეზიდენტს | Allnews.Ge

მოსამართლემ დონალდ ტრამპის მორიგი ბრძანება დაბლოკა - რისი აღსრულება შეუჩერეს ამჯერად აშშ-ის პრეზიდენტს

აშშ-ის ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ, ლო­რენ ალი­ხან­მა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ბრძა­ნე­ბა ასო­ბით მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი გრან­ტე­ბი­სა და სეს­ხე­ბის გა­ყინ­ვის შე­სა­ხებ, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბრძა­ნე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე გა­მო­ცხად­და.მო­სა­მარ­თლემ ფე­დე­რა­ლუ­რი გრან­ტე­ბი­სა და სეს­ხე­ბის გა­ყინ­ვის ბრძა­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ სარ­ჩე­ლის სა­პა­სუ­ხოდ მი­ი­ღო, რო­მე­ლიც გრან­ტის მიმ­ღე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჯგუფ­მა შე­ი­ტა­ნა.

სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ თეთ­რი სახ­ლის მიერ უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის დრო­ე­ბი­თი გა­ყინ­ვა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

მო­სა­მარ­თლე ალი­ხან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ფე­დე­რა­ლუ­რი გრან­ტე­ბი­სა და სეს­ხე­ბის გა­ყინ­ვის გეგ­მა, მი­ნი­მუმ, ორ­შა­ბა­თამ­დე შე­ჩერ­დე­ბა, მა­ნამ, სა­ნამ ამ სა­კი­თხზე ზე­პი­რი კა­მა­თის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა.