სად შენდება და როგორი იქნება მსოფლიოს 625 უმდიდრესი ადამიანისთვის "განკითხვის დღის" ბუნკერი | Allnews.Ge

სად შენდება და როგორი იქნება მსოფლიოს 625 უმდიდრესი ადამიანისთვის "განკითხვის დღის" ბუნკერი

მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი­სა და პო­ტენ­ცი­უ­რი აპო­კა­ლიფ­სის შიში აძ­ლი­ე­რებს უსაფრ­თხო მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რე­ბის შე­ნე­ბის ტენ­დენ­ცი­ას.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია SAFE აშე­ნებს მდიდ­რულ მი­წის­ქვე­შა ბუნ­კერს Aerie-ს ("არ­წი­ვის ბუდე“) ვირ­ჯი­ნი­ის შტატ­ში, თეთ­რი სახ­ლი­დან არც თუ ისე შორს. "თავ­შე­სა­ფა­რი იქ­მნე­ბა მსოფ­ლი­ოს 625 უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის­თვის გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფის­გან თა­ვის და­სახ­სნე­ლად", - წერს Daily Mail.

bunkeri1-74813-1737797552-1737823613.jpg

მი­წის­ქვე­შა კომ­პლექ­სი, რომ­ლის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბით, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოთა­ხე­ბით, მა­ღა­ლი კლა­სის რეს­ტორ­ნე­ბით, ბო­უ­ლინ­გის დარ­ბა­ზე­ბით, ყი­ნუ­ლის ოთა­ხით და ცოც­ვის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კედ­ლით. გარ­და ამი­სა, ბუნ­კერს ექ­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი კედ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შექ­მნის მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში ყოფ­ნის ილუ­ზი­ას. ამას­თა­ნა­ვე, კომ­პლექსში იქ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მხარ­და­ჭე­რით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ლუქ­სი, სა­დაც გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პროგ­რა­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

bunkeri11111-74873-1737797373-1737823625.jpg

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს SAFE (Strategically Armored & Fortified Environments), ვირ­ჯი­ნი­ა­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია უსაფრ­თხო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. იხილეთ სრულად