როგორი იქნება აშშ მიგრანტების გარეშე? - მიზეზები, რის გამოც ამერიკელი ექსპერტები მასობრივი დეპორტაციის წინააღმდეგები არიან | Allnews.Ge

როგორი იქნება აშშ მიგრანტების გარეშე? - მიზეზები, რის გამოც ამერიკელი ექსპერტები მასობრივი დეპორტაციის წინააღმდეგები არიან

თეთრ სახ­ლში - დაბ­რუ­ნე­ბის დღეს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა მიზ­ნად და­ი­სა­ხა "მიგ­რან­ტე­ბის შეჭ­რის" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. მან გა­მო­ა­ცხა­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა აშშ-მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე და სამ­ხედ­რო­ებს უბ­რძა­ნა სა­ზღვრის "და­კეტ­ვა". ტრამპმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის პრაქ­ტი­კის დას­რუ­ლე­ბა­ზე. აქამ­დე ამე­რი­კა­ში და­ბა­დე­ბულ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შვი­ლებს აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად ეძ­ლე­ო­დათ. თუმ­ცა, უკვე მე­ო­რე დღეს, 22 შტა­ტის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რო­რებ­მა, ასე­ვე ვა­შინგტო­ნის ოლ­ქმა და სან-ფრან­ცის­კომ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს ტრამ­პის ამ ბრძა­ნე­ბის და­საბ­ლო­კად.

მა­ნამ­დე ტრამპმა და­პი­რე­ბა გას­ცა, რომ თეთრ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყებ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მა­სობ­რივ დე­პორ­ტა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც აშშ-ში არა­ლე­გა­ლუ­რად შე­ვიდ­ნენ.

მიგ­რან­ტე­ბის როლი აშშ-ში - რას ნიშ­ნავს ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც მიგ­რან­ტე­ბით შე­იქ­მნა.მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბე­რე­ბა და და­ბა­ლი შო­ბა­დო­ბა

მიგ­რან­ტე­ბის გა­რე­შე აშშ-ის მო­სახ­ლე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა. 2023 წელს აშშ-ში მცხოვ­რე­ბი უცხო­ეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს – 47.8 მი­ლი­ონს – მი­აღ­წია, რაც აშშ-ის მთლი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას 14.3%-ს შე­ად­გენს. მექ­სი­კა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 10.6 მი­ლი­ო­ნია, ინ­დო­ეთ­ში – 2.8 მი­ლი­ო­ნი, ხოლო ჩი­ნეთ­ში – 2.5 მი­ლი­ო­ნი.

მი­უ­ხე­და­ვად მიგ­რან­ტე­ბის ზრდი­სა, აშშ-ში მო­სახ­ლე­ო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ნელ­და და­ბა­ლი შო­ბა­დო­ბის გამო.

დე­მოგ­რა­ფე­ბის შე­ფა­სე­ბით, კრი­ტი­კუ­ლი წელი 2040 იქ­ნე­ბა, როცა პირ­ვე­ლად ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შო­ბა­დო­ბა­ზე მეტი იქ­ნე­ბა. "ამ დრო­ის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდა მხო­ლოდ მიგ­რან­ტე­ბის ხარ­ჯზე მოხ­დე­ბა", ნათ­ქვა­მია აშშ-ის კონ­გრე­სის ბი­უ­ჯე­ტის ოფი­სის პროგ­ნოზ­ში.

მო­მავ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მიგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კის ზრდის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და სა­მუ­შაო ძა­ლა­ზე მზარ­დი მო­თხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ ეს სა­კი­თხი იგ­რძნო­ბა სოფ­ლად. იხილეთ სრულად