აშშ-დან არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო - ქვეყანა სამხედრო თვითმფრინავებით დაატოვებინეს ასობით მიგრანტს, ასევე ასობით ადამიანი მექსიკის საზღვრიდან გააბრუნეს: რას წერს მედია
დონალდ ტრამპის ბრძანება აშშ-დან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ უკვე ამოქმედდა და მიგრანტების ფართომასშტაბიანი დეპორტაცია დაიწყო.
გამოცემა Bild -ის ინფორმაციით, ინაუგურაციიდან სულ რაღაც 4 დღის შემდეგ, ასობით არალეგალი მიგრანტი ქვეყნიდან სამხედრო თვითმფრინავებით გაიყვანეს. გარდა ამისა ასობით ადამიანი მექსიკის საზღვრიდან უკან გააბრუნეს.
მედიაში კი ვრცელდება საზღვართან გადაღებული კადრები. ერთ-ერთ-მათგანზე ჩანს როგორ ტირის ქალი მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ საზღვრის გადაკვეთას ვეღარ შეძლებდა.
მანამდე ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ აპირებს “მილიონობით არალეგალი მიგრანტის“ გაძევებას.
“ტრამპის ადმინისტრაციამ დააკავა 538 კრიმინალური ისტორიის მქონე არალეგალი მიგრანტი. მათ შორის, ტერორიზმში ეჭვმიტანილი, Tren de Aragua ბანდის ოთხი წევრი. იხილეთ სრულად