სად გაქრა 86 წლის ჩელენტანო: "უკვე სამი წელია მხოლოდ პიჟამა აცვია" - მომღერლის ფარული ცხოვრება, ცნობილი შვილები და ოჯახის გამო ნათქვამი უარი სიყვარულზე
იტალიაში ადრიანო ჩელენტანოს მრავალი წლის განმავლობაში ეძახდნენ სტილის ხატს. ხალხი გაოცებული იყო მისი უნარით მოერგო ყველაზე ჩვეულებრივი სამოსი ისე, რომ მაღალი მოდის მიმდევარს დამსგავსებოდა. მართალია, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. 6 იანვარს ლეგენდას 86 წელი შეუსრულდა, მაგრამ თაყვანისმცემლებს მუსიკოსი რამდენიმე წელია არ უნახავთ. ამიტომ წარმოდგენა არავის აქვს, როგორ გამოიყურება ახლა. მუსიკოსის ერთ-ერთი მეგობარი ამტკიცებს, რომ ჩელენტანოს უკვე სამი წელია მხოლოდ პიჟამა აცვია.
ბედის რჩეული
ადრიანო ჩელენტანო 1938 წლის 6 იანვარს დაიბადა, ღარიბ ოჯახში. ის ყველაზე უმცროსი შვილი იყო, სადაც მის გარდა კიდევ ოთხი ბავშვი იზრდებოდა. დედა 44 წლის იყო შვილის დაბადების დროს, ქალს საერთოდ არ სჯეროდა, რომ ბიჭი გადარჩებოდა, რადგან შვილის გასაჩენად თავს მოხუცად თვლიდა და არ სჯეროდა, რომ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა შეეძლო.
თუმცა, ადრიანომ მალე შეძლო დედა საკუთარ სიცოცხლისუნარიანობაში დაერწმუნებინა. აქტიური, ცოცხალი და ცელქი ბიჭი იყო, მაგრამ ხშირად მშიერი, რადგან ოჯახს ძალიან უჭირდა. 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ საკმაოდ დიდი იყო მშობლების დასახმარებლად, ამიტომ სკოლაში წასვლის ნაცვლად სამსახური დაიწყო. რამდენიმე ადგილზე მუშაობის შემდეგ, იპოვა ის საქმე, რისი კეთებაც მოსწონდა. ბიჭი საათების სახელოსნოში შეგირდი რომ გახდა.
ადრიანო ჩელენტანოს ბავშვობა, დედასთან ერთადმუშაობის გარდა, ადრიანო კოლეგებისა და მეგობრებისთვის შოუებს დგამდა, ერთ დღეს კი პაროდიულ შოუში გამარჯვების შემდეგ ადგილობრივი ქალაქის ვარსკვლავად იქცა. ბიჭი ასევე გატაცებული იყო მუსიკით. უკრავდა როკ ბენდში, თუმცა მალე სოლო კარიერამ გაიტაცა და ძალიან სწრაფად ავიდა დიდების მწვერვალზე.
მართალია, დღესაც ნანობს, რომ მუსიკის გამო საათის შეკეთებას თავი დაანება. დარწმუნებულია, რომ საათების კეთება რომ გაეგრძელებინა, დიდი ხნის წინ გახდებოდა ყველაზე ცნობილი საათის მწარმოებელი ევროპაში ან თუნდაც მთელ მსოფლიოში. მას ხშირად უწოდებდნენ ბედის საყვარელს და თავად ჩელენტანოს სჯეროდა, რომ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა. თუმცა, მხოლოდ თავად მუსიკოსმა იცოდა, რამდენი შრომა იყო ჩადებული მის თითოეულ სიმღერაში. და ფილმში შესრულებულ ყველა როლში. იხილეთ სრულად