ასმა ასადი ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა? - რა დოკუმენტებმა გაჟონა მედიაში და რა დავალება გასცა წლების წინ ბაშარის მამამ | Allnews.Ge

ასმა ასადი ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა? - რა დოკუმენტებმა გაჟონა მედიაში და რა დავალება გასცა წლების წინ ბაშარის მამამ

სი­რი­ის ოპო­ზი­ცი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის, ნი­ზარ ნი­უ­ფის გან­ცხა­დე­ბით, გავ­რცელ­და სი­რი­ის დაზ­ვერ­ვის ძვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც ჰა­ფეზ ასადს ასმა ასა­დის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლე­ბენ.

რა წე­რია დო­კუ­მენ­ტში

ნი­უ­ფი წერს, რომ სი­რი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰა­ფეზ ასა­დი შე­საძ­ლოა, წი­ნა­აღ­მდე­გი ყო­ფი­ლი­ყო თა­ვი­სი შვი­ლის, ბა­შარ ასა­დის, ქორ­წი­ნე­ბა­ზე ასმა ასად­თან. მსგავ­სი დას­კვნის გა­მო­ტა­ნა, მხო­ლოდ იქი­დან შე­იძ­ლე­ბა, რომ წყვი­ლი ჰა­ზეფ ასა­დი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ და­ქორ­წინ­და.

ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, აჩ­ვე­ნებს, რომ ჰა­ფეზ ასად­მა სი­რი­ის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნელს, ალი დუ­ბას, და­ა­ვა­ლა ბა­შარ ასა­დის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა მისი ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში. 1992 წელს დუ­ბამ მოხ­სე­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა ჰა­ფეზ ასადს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ას­მას დედა, სა­ჰარ ალ-ათრი, აწყობ­და სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რებს ბა­შარ­სა და ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ჯა­რე­ბის ოფიც­რებ­თან.

ამა­ვე მოხ­სე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ბრი­ტა­ნეთ­ში, 1992 წელს, ბა­შარ ასა­დი სა­ი­დუმ­ლოდ შეხ­ვდა ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის ოფი­ცერს.

ბრალ­დე­ბე­ბი ასმა ასა­დი­სა წი­ნა­აღ­მდეგ

დო­კუ­მენ­ტე­ბი ასე­ვე მი­უ­თი­თებს, რომ ასმა ასა­დი ბრი­ტა­ნე­თის შიდა (MI5) და გარე (MI6) დაზ­ვერ­ვას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის მხარ­და­ჭე­რა

მოხ­სე­ნე­ბა­ში ასე­ვე აღ­წე­რი­ლია, თუ რო­გორ და­ეხ­მა­რა ასმა ასადს ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი ელი­ზა ბო­ლე­რი „ჯი-პი მორ­გა­ნის“ ბან­კში სა­მუ­შა­ოს მი­ღე­ბა­ში. მისი როლი მო­ი­ცავ­და აზი­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ქი­მი­ურ და ფარ­მა­ცევ­ტულ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, რაც სი­რი­ის დაზ­ვერ­ვის მი­ხედ­ვით, ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის ინ­ტე­რესს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. იხილეთ სრულად